ქეცბაია ახალ კლუბში? რას წერს ბერძნული გამოცემა

AutoSharing Option
გუშინ, 18 მარტს ბერძნულმა სპორტულმა გაზეთმა "სპორტსდეიმ" "პაოკის" მიერ თემურ ქეცბაიას მიმართ ინტერესზე ისაუბრა. "ანორთოსისის" ამჟამინდელი ქართველი მწვრთნელი "პაოკის" თავკაცის პაბლო გარსიას შემცვლელად მოიაზრება.

"მაშინაც კი თუ თემური "ანორთოსისთან" კონტრაქტს არ განაახლებს, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბერძნებს ქართველი მწვრთნელის გადმობირება ძალიან გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ სურთ მათ ქართველის დაყოლიება, რაოდენ ტიტულს იგებს გუნდი და რა წარსული ჰქონდა მას (მდიდრული გუნდი).

ეს დასკვნა შემთხვევით არ გაკეთებულა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს თემური, რომელმაც ათენის "აეკი" 2016 წლის ოქტომბერში დატოვა, რის შემდეგაც
ბერძნულ გამომცემლობას მის შესახებ არანაირი დადებითი სიახლე არ დაუწერია. ჩვენ ის გამოცდილება არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც თემურმა 2009/2010 წლის სეზონში პიროს "ოლიმპიაკოსის" დატოვების დროს განიცადა"

მომზადებულია themasports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს შემოთავაზება თუ მიიღო თემურმა სეზონის ბოლოს უნდა დათანხმდეს,პაიკი პაოკის და გაცილებით დიდი გასაქანი ექნება მას და საჩემპიონო გინდადაც ჩამოაყალიბებს მას,ამაში 100% დარწმუნებული ვარ,ნინუასაც გამოწრთობს და ეს ბიჭი დიდი ძალა იქნება გუნდისთვის
ბაჩი
21:00 19-03-2021
1
თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია და მართლა არის დაინტერესებული პაოკი ეს ძალიან კარგი სიახლეა თემური კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ უკეთეს გუნდს იმსახურებს ვიდრე ანორთოსისია, რადგან ამ კლუბს სამწუხაროდ არ აქვს იმდენი რესურსი, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.
ამ სეზონში გამოჩნდა ,რომ საჩემპიონო გუნდი არ არის ეს ანორთოსისი.
ახლა ისეთი მდგომარეობა აქვთ ჩემპიონატში ევროზონაში მოხვედრაც კი უჭირს ჩემი აზრით თემურს პაოკში მეტი გასაქანი ექნება და მეტი რესურსი, რომ წარმატებას მიაჰწიოს შეძლებს უკეთეს ფეხბურთელებთან ერთად მუშაობას და უკეთეს შედეგებსაც დადებს.
პაოკს გაცილებით მეტი ბიუჯეტი და სპონსორობა აქვს ვიდრე ანორთოსის და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელების მიყვანა შეუძლიათ გუნდში.
ზურა
18:05 19-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული