ქეცბაია ახალ კლუბში? რას წერს ბერძნული გამოცემა

AutoSharing Option
გუშინ, 18 მარტს ბერძნულმა სპორტულმა გაზეთმა "სპორტსდეიმ" "პაოკის" მიერ თემურ ქეცბაიას მიმართ ინტერესზე ისაუბრა. "ანორთოსისის" ამჟამინდელი ქართველი მწვრთნელი "პაოკის" თავკაცის პაბლო გარსიას შემცვლელად მოიაზრება.

"მაშინაც კი თუ თემური "ანორთოსისთან" კონტრაქტს არ განაახლებს, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბერძნებს ქართველი მწვრთნელის გადმობირება ძალიან გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ სურთ მათ ქართველის დაყოლიება, რაოდენ ტიტულს იგებს გუნდი და რა წარსული ჰქონდა მას (მდიდრული გუნდი).

ეს დასკვნა შემთხვევით არ გაკეთებულა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს თემური, რომელმაც ათენის "აეკი" 2016 წლის ოქტომბერში დატოვა, რის შემდეგაც
ბერძნულ გამომცემლობას მის შესახებ არანაირი დადებითი სიახლე არ დაუწერია. ჩვენ ის გამოცდილება არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც თემურმა 2009/2010 წლის სეზონში პიროს "ოლიმპიაკოსის" დატოვების დროს განიცადა"

მომზადებულია themasports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ