საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს სძლია და ფაქტიურად ევროპირველობის საგზური მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ტრვმების გამო ალექსანდრე ჯამბურია, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ვერ დაეხმარენ, დაძაბული პირველი ტაიმი 3:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ თალესმა ფრანგებს გოლი შესვენებაზე გასვლამდე 6 წამით ადრე გაუტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ სამჯერ გაარტყა ბურთი კუპატაძის კარის ძელს, ერთხელ ბრუნომ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, შემდეგ ჩვენმა გუნდმა შეუტია სახიფათოდ და ოთხი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს (რონინიოს დარტყმული ბურთი
ძელს მოხვდა). მერე კუპატაძემ ორჯერ გვიხსნა, საპასუხო სახიფათო მომენტი ელისანდრუს ჰქონდა, რომელსაც მეკარემ არ დაანება გატანა. საფინალო სასტვენამდე 4.12 წუთით ადრე მოწინააღმდეგე ვა-ბანკზე წავიდა, გოლკიპერი წინა ხაზის მოთამაშით შეცვალა და დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. ბოლო წუთზე კუპატაძემ ბურთი მოიგერია, მეტოქის ცარიელ კარში შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა და გავიმარჯვეთ.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და კონტინენტის პირველობის საგზური ფაქტიურად მოიპოვა, რომელიც მომავალ წელს ნიდერლანდებში გაიმართება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს სტუმრად რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი."ოლიმპიური სასახლე"
საქართველო - საფრანგეთი 3:2
გოლები: 0:1 ნ’გალა (3), 1:1 თალესი (6), 2:1 რონინიო (6), 2:2 ბელჰაჯი (13), 3:2 თალესი (20)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენი მესამე გოლი სად არიიიი?
giorgi
12 აპრილი 2021 11:16
0
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!! ყველას, ყველას, ყველას!!!
tngh
10 აპრილი 2021 15:43
0
ეს დიდი წარმატებაა! გუშინ გაგვახარეს ამ ბიჭებმა,ასევე პლესნოიმ და ბასილაშვილმა, ესაა შედეგი იმ დიდი ყურადღების რასაც მთავრობა იჩენს სპორტის მიმართ! ვუსამძიმრებ გვარამიას,გრიგოლიას მელაძეს ვინ მხოლოდ ნეგატიურს ხედავენ ჩვენში!
გლახუნას
10 აპრილი 2021 11:57
7
დიდი მადლობა გუნდის ყველა წევრს,თქვენ დიდი სიხარული მოგვანიჭეთ.თან ეს ყველაფერი ჩვენთვის ტრაგიკულ და თან დიდებულ დღეს დაემთხვა, 9 აპრილს! სპორტული დღე თქვენ დაიწყეთ გამარჯვებით(კაი ფეხის ყოფილხართ),ნიკოლოზმა გააგრძელა და ანტონმა დააგვირგვინა მოსკოვში!დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის ბიჭებო!ევროპაც მოგეგოთ!!
ბეგო
10 აპრილი 2021 10:07
0
საქართველო უკვე გასულია ევროპის ჩემპიონატზე უეფას საიტია ოფიციალურად დაადასტურა. გილოცავთ!
გიორგი
10 აპრილი 2021 09:15
0
... ჯიგრები ხართ!!!! მადლობა ბიჭებო!!!
დათო
09 აპრილი 2021 23:37
1
AR uxaria gvaramias,melazes,grigolias, mat romeltac negatiuri ambebi awyobt.
Gabo
10 აპრილი 2021 12:51
4
AR uxaria gvaramias,melazes,grigolias, mat romeltac negatiuri ambebi awyobt.
Gabo
10 აპრილი 2021 12:49
4
ყველა გამოხმაურება
გენაცვალეეეთ, მადლობა ბიჭებო! რონი ნამდვილი ქართველია სხვათაშორის და ყველა ვისაც საქართველოს ფორმა აცვია!
Biannkoneri
09 აპრილი 2021 23:03
2
მალადეც ,მაგრამ ქართველებმა რაღა ქნეს აბა, ჩვენ ვართ ნამდვილად?
წკაპანაშვილი ჯიმი
09 აპრილი 2021 21:26
26

სიახლეები პოპულარული