საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად რუსეთთან 0:3 დამარცხდა.

ჯგუფში უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. რუსეთი პირველი ადგილზე გავიდა, საქართველო - მეორეზე. ორივე გუნდს განაღდებული ჰქონდა ევროპირველობის ფინალური ტურნირის საგზური და მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა რიგი წამყვანი მოთამაშები დაასვენა, მატჩი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, პირველ წრეში რუსეთმა საქართველოს ნაკრებს თბილისში 4:0 სძლია.

მოსკოვის ოლქი. შელკოვო
რუსეთი - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 რობინიო (2), 2:0 აფანასიევი (3), 3:0 აფანასიევი (24)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტალახაძე ვერ ათამაშეთ?
ასა
13 აპრილი 2021 11:09
0
მწვრთელს ყველა ქართველი უნდა გაეყვანა როსეთთან სათამაშოდ.შემდეგ გინდა წაგვეგი გინდ მოგვეგო. მაგრამ მჯერ რონ, საწყი წუთებში არ გადაწყდებოდა მატჩის ბედი.
გოჩა იაგანაშვილი
13 აპრილი 2021 04:33
1
წამყვანი მოთამაშეები დაუსვენებიათ თურმე. სხვაგვარად რევანშს ავიღებდით.
დავით 67
12 აპრილი 2021 21:11
14
საწყენად არ ვამობობ, მაგრამ ზუსტად იმის გამო რომ უმოტივაციო რუსეთთან ხუთი მოთამაშიდან ოთხი ბრაზილიელით უშანსოთ ვაგებთ, ამ სპორტის არ მჯერა? მაპატიეთ
Tengo
12 აპრილი 2021 20:23
36
რუსეთიც ,ძირითად, ბრაზილიელებით არის დაკომპლექტებული,ოღონდ უფრო მაღალი კლასის-მეტი ფული აქვთ....
dima
13 აპრილი 2021 12:37
0

სიახლეები პოპულარული