ხვიჩა ფაბრეგასის მხარდამხარ? - Eurostavka-ს ცნობით, კვარაცხელიას ტრანსფერით "მონაკო" დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით საფრანგეთის ლიგა 1-ის "მონაკო" დაინტერესდა, - იტყობინება Eurostavka.

გამოცემის მტკიცებით, მონეგასკური კლუბი უკვე შეეხმიანა რუს პარტნიორებს, ფეხბურთელის დახასიათება და მის წარმომადგენლებთან დაკავშირება სთხოვა.

"მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. ამ გუნდში სესკ ფაბრეგასი, ვისამ ბენ იედერი, კევინ ვოლანდი, სტევან იოვეტიჩი და ალეკსანდრ გოლოვინი თამაშობენ, კლუბის მფლობელი კი სკანდალური რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევია.

ევროპის ტოპ-კლუბების სკაუტები კვარაცხელიას თამაშს ივლისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩებში დააკვირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს უკვე გადაწყდა და ამ დღეებში ოფიციალურად გამოცხადება კიდევაც კვარაცხელია პორტოში გადადის,
barsa
15 აპრილი 2021 12:34
0
ნუთუ ასეთ გულუბრყვილნონი ვართ, ერთი იტალია ხო მოაგვარა, "იუვე" და "მილანი", ეხლა ჰოლანდიაა პროექტში, ეს სულ სიაფანდია ყველაფერი, ხვიჩა უდაოდ ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ არც"რუბინი" არც ჯუღელი მის გაშვებას რუსეთის ორბიტიდან არ აპირებს. გაცილებით მიმზიდველია მათთვის "ზენიტი", "სპარტაკი" და ა.Შ. ხოლო ეს "რიჟა" მოძრაობები Თვითონ ბიჭის ფსიქიკაზე და Ჩვენ ფანტაზიებსა და ემოციუბზეა გათვლილი, ეს რაც იბეჭდება გვარები, ხან Ჟორდანია, ხან არველაძე, რევიშვილი მხოლოდ ილუზიას ქმნის რომ დიდი ევრო.პროექტი მზადდება, ასეთივე სიტუაციაა "როტორში" , საბას და ა.Შ. ხან სად უშვებს ხან სად.რეალურად კი "როტორი"გავარდნის მთავარი კანდიდატია.
ჯაბა
15 აპრილი 2021 10:41
2
სპორტული რედაქცია ვალდებულია ყველა ინფორმაცია გაგვაცნოს და ეს მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. აბა, არ დაწერონ? თვითონ ხომ არ იგონებენ, წყაროს ასახელებენ. ვისაც არ უნდა, ნუ გაეცნობა, ძალით ხომ არ აკითხებს ვინმე?
სანდრო
14 აპრილი 2021 21:15
8
ხვიჩათი დაინტერესდა! რა გუნდები დარჩა ლიონი პსვ ლევერკუზენი ლაიპციგი გლადბახი ვალენსია ატლეტიკო რომა )))) როდის დაწერთ ამ გუნდებზე
beqa
14 აპრილი 2021 21:11
6
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი აიაქსია ხვიჩასთვის და ალბათ ამ კლუბზე უნდა გაკეთონ აქცენტი მონაკოც მილნიც და ატალანტაც კარგია მაგრამ აიაქსი იდეალური კლუბია ხვიჩასთვის იქ 1-2 წელი თამაშით გრანდში მოხვდება თავისუფლად თან აიაქსის საფეხბურთო ფილოსოფიას და ზოგადად ჰოლანდის ჩემპიონატს ადვილად აუღებს ალღოს ხვიჩა შემტევი ლამაზი ლაღი ფეხბურთის მოყვარული გუნდებია არიან ჰოლანდიაში და საფრანგეთის ლიგა1 სადაც ფიზიკურად ძლიერი აფრიკელები ჭარბობენ იქ ძალისმიერ და "ნაჯახ"ფეხბურთში ნამდვილად არ ღის ხვიჩას შესვლა.
ამ აიქსი ან მილანი.
გიო
14 აპრილი 2021 19:00
0
"მილანი" გამორიცხე, იქ დიდი ალბათობით ძირითადში დამკვიდრება გაუჭირდება. მაგის ადგილი "აიაქსშია"
დავითი
14 აპრილი 2021 19:59
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული