"ამიტომაც, არ მომწონს იდეა..." - შოთა არველაძე სუპერ ლიგის დამტკიცებას ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ თემამ აქტუალობა საკმაოდ მალე დაკარგა, რადგანაც გაერთიანება, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ეს სამომავლოდ მსგავსი იდეის არსებობას მაინც არ გამორიცხავს. შოთას პოსტს კი უცვლელად გთავაზობთ:

Sportall.Ge

"როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს".


altსუპერლიგის კრახის შედეგი -

მაკგრეგორი "მანჩესტერის" შეძენას გეგმავს


ასევე დაგაინტერესებთ