"ევროპა, მოვდივარ" - ჯანლუკა დი მარციო მამარდაშვილზე წერს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ საიტზე თბილისის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესახებ აქვეყნებს.

sportall.ge აღნიშნული ტექსტის თარგმნილ ვერსიას გთავაზობთ:

"ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ამბობ "მამიდან შვილამდე". როცა ამ გზას ერთმანეთთან ღირებულებები, ძლიერი სურვილი და ვნება აკავშირებს. ზოგადად, ეს გუნდს ეხმარება, ზოგჯერ კი უბრალოდ, როლს უხდება. მამარდაშვილი მეკარეების თაობა საქართველოში უცხო არაა. სწორედ საქართველოში, მამა დავითი შვილ გიორგის ასწავლის, თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ლიგის საუკეთესო კიპერი გახდეს. ამავდროულად, ცალი თვალით ევროპისკენ იხედებიან. ახლა მამა ქუთაისის
"ტორპედოში" მუშაობს, მეკარეების მწვრთნელია, თავისუფალ დროს კი 20 წლის გიორგის წვრთნის. უმცროსი მამარდაშვილი თბილისის "ლოკომოტივშია" განათხოვრებული საქართველოს საუკეთესო კლუბ თბილისის "დინამოდან".

"მოსამატებელი კიდევ ბევრი მაქვს, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ბევრ ევროპელ დამკვირვებელს ჰყავს ჩანიშნული. - მაგალითად, ფეხით თამაშში. მეკარისთვის ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია, ყველაფერი კონცენტრაციიდან იწყება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია?! - მამაჩემს უნდა ჰკითხოთ. ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დაბნეული და გულმავიწყი ვარ. რამდენიმე წლის წინ ჩემი თამაში არ მოსწონდა, ახლა კი მხოლოდ კომპლიმენტებს მეუბნება." მამარდაშვილს ციფრებიც აქებენ.

მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ლიგის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. გასულ წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. "ჩემი ოცნება ევროპაში თამაშია", - ამბობს გიორგი. ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის და კითხვებიც რომ ამოიწუროს: "ეს მხოლოდ პრესტიჟის საკითხი არ არის, არამედ იქ უფრო მაღალი დონეა და პროგრესის უფრო დიდი შესაძლებლობაც".

სად უნდა თამაში?! "ძალიან მომწონს ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები. ოთხი მეკარე მომწონს: ნოიერი ჩემი ფავორიტია, ასევე - ალისონი, კურტუა და ბუფონი". და კლუბები? "ყველაზე წინ ორ მათგანს ვაყენებ: "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რომა".

იქნებ მისმა აგენტებმა კლუბი იტალიაში იპოვონ, იქამდე კი "მთავარია, კონცენტრაცია არ დავკარგო"... წინააღმდეგ შემთხვევაში, მამა გაბრაზდება..."

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ბიჭი ისედაც მაგრათ მომწონდა და უფრო მეტად შემიყვარდა . მთავარია მოინდომო გიო და აუცილებლად მოხვდები რომაში ❤️
ტოტტი
14:45 24-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული