"მაშინაც ვთქვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა" - ლევან კობიაშვილი გერმანულ მედიაში

AutoSharing Option
rbb24-მა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, რომელიც გერმანულ ბუნდესლიგაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა, ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჩვენ ქართველი მკითხველებისათვის საინტერესო მონაკვეთებს შემოგთავაზებთ.

"შალკეს" ყოფილ ფეხბურთელს ბუნდესლიგიდან ამ კლუბის დაქვეითების შესახებ ჰკითხეს:

"რურის დერბი რომ აღარ იმართება, ეს ძალიან ცუდია. პასუხისმგებელმა პირებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, ბოლო წლების განმავლობაში არასწორად რა განხორციელდა" - ამბობს კობიაშვილი. 

ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გახმაურებულ ინციდენტზე ეკითხებიან, რომელიც მას "ჰერტაში" თამაშისას გადახდა.

"არ მსურს, მეტი ვისაუბრო იმ ეპიზოდზე. მაშინ ვთქვი, რომ რაც განაცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა."

კობიაშვილი "ფრაიბურგში" თამაშსაც იხსენებს და ამბობს, რომ ამ გუნდთან გამარჯვების დაგეგმვა ყველას უჭირდა.


მომზადებულია rbb24-ის მიხედვით

alt"არა მარტო ჯანო, არამედ ნებისმიერი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა გვინდა.." - ლევან კობიაშვილი




ასევე დაგაინტერესებთ