"ჯერ საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება" - შოთა არველაძე თბილისის მერობის შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პოსტ აქვეყნებს და ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც არჩილ არველაძე, შესაძლოა, თბილისის მერის არჩევნებში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი იყოს.

"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.

მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.

P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ,"- დაწერა შოთამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ გაიხარე შოთი. დაანებეთ ამ ბიჭებს თავი - ათასჯერ დააფიქსირეს ამათ საკუთარი აზრი, რომ სპორტსმენის საქმე სპორტია! დარწმუნებული ვარ, ბევრი მაინც ისე გაიგებს ამ ირონიულ პასუხში, რომ ხედავ, ჯერ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებასო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არველაძეებო, რომ იცით თქვენი ადგილი, სადაც ყოველთვის პატივს გცემენ
klimenti
22:03 09-05-2021
0
თქვე კაი დედმამისშვილები რატომ ანერვიულებთ ხალხს, ან კი თქვით ან არა, ეს მიკიბ-მოკიბვით ლაპარაკი რა უბედურებაა, ხომ ხედავთ ყველას აინტერესებს ვინ ხართ და რას აპირებთ :((((
გიორგი
20:18 09-05-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული