"მწერდნენ, რომ თანხის სანაცვლოდ სამშობლო გავყიდე" - გიორგი ჯიქია სანაკრებო არჩევანზე

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანი გიორგი ჯიქია ევროპის ჩემპიონატის წინ sport-express-ს არაერთ თემაზე ესაუბრა. ერთ-ერთი ნაწილი საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშს ეხებოდა. 27 წლის მცველი ამბობს:

"2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მითხრა, რომ მათ ეროვნულ გუნდს ვჭირდებოდი და პასპორტი დაჩქარებული წესით გამეკეთებინა. არავინ იფიქროს, რომ ამისთვის რაიმე სარგებელი, ბინა ან ფული შემომთავაზეს. საუბარი წმინდა სპორტულ კომპონენტზე იყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებში თამაში ავირჩიე, საქართველოდან ბევრი მწერდა - ზოგი დადებითად, ზოგიერთი უარყოფითად. მეუბნებოდნენ იმას, რომ 150-მილიონიანი ქვეყნის ნაკრებში ქართველი ფეხბურთელის თამაში სასიამოვნო იყო.
ასევე მწერდნენ, რომ სამშობლო თანხის სანაცვლოდ გავყიდე."

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

altკვარაცხელია გაძვირდა, ჯიქია გაიაფდა - რუსული მედია ფასებს აანალიზებს

altგიორგი ჯიქია: საქართველოში თამაში პრობლემებს შემიქმნიდა, გადაწყვეტილება თავად მივიღე

altჯიქიამ საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა. რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები? - ჯანო განმარტავს


მკითხველის კომენტარები / 38 /
ეს ორმაგი სტანდარტები გვღუპავს ჩვენ.არსად არ წამიკითხია აფხაზი ვარო რომ ეთქვას,ჯანო და მაგი განუყრელი ძმაკაცები რომ არიან ეს ყველამ იცის,კაშია სამკლაურის გამო მიწასთან გავასწორეთ და ბევრ მათგანს რუნის და კიდე ბევრის,ვისაც სამკლაური ეკეთა,იმის პლაკატი სახში უკიდია(თუ არ უკიდია და საყვარელი მოთამაშე ხომ არის) და ა. შ.რამდენი ქართველია ჯიქიაზე უარესი თავისი ქმედებით.იყო ერთი მაგარი კაცი და ფეხბურთელი--ფოცხვერია.სადაა ეხლა და ვინ დაინტერესდა მისით(იცით ალბათ რატომაც მოვიყვანე მისი მაგალითი).მეც არ მსიამოვნებს სიმართლე რომ ვთქვა ჩვენთან რომ არ თამაშობს(არაა ურიგო ფეხბურთელი და ბევრჯერ მიფიქრია,კაშოსთან ერთად კარგი პარა გვეყოლებოდა ცენტრში)მაგრამ ასე მიკერება-სამშობლოს მოღალატე,ერთი,მეორე ცოტა ზედმეტი მეჩვენება.საერთოდ ადამიანის არჩევანს თუ მეტ პატივს ვცემთ,მე მგონი არ იქნება ურიგო.ღმერთი მაღალია და თვითონ განსჯის--ვინ რა და როგორ.
კახა ქ.
19 იანვარი 2022 21:35
5
ღმერთი მაღალია? რამდენია სიმაღლეში 2.20? შეეშვუთ ღმერთის ხსენებას ყველა ბრუნვაში რა! ვითომ მორწმუნენი.
კახა ქ-ს
22 სექტემბერი 2022 03:56
0
მე მაგას ხოჭოლავა მირჩევნია და ფორმაში მყოფი კვირკველია.დვალის კონკურენციაც გაუჭირდებოდა.
საქართველო რო აერჩია მოისვრიდნენ სადმე ხიმკიში და შეგვრჩებოდა გრიგალავა2.
ანუ ჩვენ მაინც არ გამოგვადგებოდა დიდად და თავის ქართველ ახლობლებს მაინც მიხედავს ინედია
Levani
20 იანვარი 2022 04:45
2
თქვენ რომ აღშფოთდეთ და კომენტარები წერონ - ვინაა და რაში გვაინტერესებსო.
რომ არ გაინტერესებდეთ, არ წაიკითხავდით ან გაატარებდით ამ სტატიას.
32 კომენტარი აქვს ამ დროისთვის - იძახეთ ახლა, არ გვაინტერესებსო :))
იმიტომ წერენ
19 იანვარი 2022 21:12
3
საერთოდ ვის რაში აინტერესებს ეგ ჯიქია? და რას უყვება ვიღაც რუსს, რომ აი, ქართველები მოღალატეს მეძახიანო? ამის მერე კიდე უფრო მოღაატეა, აბა რა. ერთი ეგაა ქართველი, მეორე კიდე სოსო პავლიაშვილი. ამათ რომ ვუყურებ, პაპაშვილი მაგონდება მიმინოდან, უნიტაზში თავის ჩაყოფა ამ ორ ვაი-ქართველს დაამშვენებდა.
ცოფიანი სპილო
19 იანვარი 2022 20:47
1
საერთოდ რატომ წერთ ასე განსაკუთრებულად ამ ფეხბურთელზე? ვარსკვლავია? არა! მაგარ ჩემპიონატში თამშობს? არა! აბა რაში გვაინტერესებს მისი აზრები?
ჯონდო
19 იანვარი 2022 19:48
1
და მერე ტყუილს გეუბნებიან?გამყიდველიხარ აბა რახარ
Jnj
19 იანვარი 2022 19:22
1
ეროვნებით ვარ სომეხი .შვილს ვზრდი წარმატებულ ფეხბურთელად (ვნახოთ რა გამოვა ) მართალია 100 წელზე მეტია რაც თბილისში ვცხოვრობთ მაგრამ მაინც რომ იყოს შემოთავაზება სასომხეთის ნაკრებიდან და საქართველოდან .საქართველოს ავირჩევთ
messi
19 იანვარი 2022 18:45
0
ხალხო,ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"თუ არ წაგიკითხიათ,ტელევიზორში მაინც არ გინახიათ?გოგოლი და ტიგრანა რომ ეჩხუბებიან ერთმანეთს,არა მე ვარ ქართველი და არა მეო?ჩიტი სადაც დაიბადება,იმის ბაღდადი იქ არის,ის არის მისი სამშობლო და ის უყვარს.ჩვენ რა უფლება გვაქვს ამის გულისათვის ვაგინოთ?!მშობლებს და სამშობლოს არ ირჩევენ.მშობლები რომ ქრთველობდნენ და ქართველად გაეზარდათ,შესაძლოა ეფიქრა,მაგრამ მისი მშობლების დანაშაულზე(თუმცა თითქოს ისე ჩანს,რომ მისი მშობლები,აფხაზობენ და მაშინ მათგანაც გასაგებია ასეთი საქციელი),მას რატომ სთხოვთ პასუხს?რუსების პოლიტიკასთან ერთად,ჩვენმა შეცდომებმაც გვიქციეს აფხაზები მტრებად და ისევ ასე ნუ გავაგრძელებთ.სხვა თუ არაფერი,მის ჯანოთან მეგობრობას მაინც ვცეთ პატივი და დავაფასოთ,როგორც მეგობრის გვერდში დამდგომი ადამიანი.
სოსო
20 იანვარი 2022 15:05
0
ანუ ჯიქიაც ეგრე მოიქცა .. ასე რო აღიქვას ეს კომენტარი უმეტესობამ მაინც ამდენი ლაიქი ექნება ნეტა? ნწ არა .. იმიტომ აქვს ლაიქი რომ საქართველოში ითამაშებს )) წარმატებები მომავალ ფეხბურთელს.
A
19 იანვარი 2022 22:34
0
ყველა გამოხმაურება
ჯანოს მამას აქვს ნათქვამი რუსეთის ფედერაცისს პრეზიდენტმა დაგვიბარა მე და ჯანოოო და რო მივედით შეხვედრაზე გადაშალეს კეისიი და 5-მილიონი ევრო იყოო და გვითხრესო აირჩიე რუსეთის ნაკრები და ეს ფული თქვენიაოო…ჯანომ ეგრევე გამოიქცა შეხვედრიდანო მე ქართველი ვარ და ჩემს სამშობლოს ვერანაირ ფულზე ვერ გავცვლიო!!! ნამდვილი ამბავიაა კითხეთ თუ გინდათ ჯანოს თუ ვინმეს გაქვთ ამის შესაძლებლობა… ასე რომ დაძალებულიი არ უნდა გინდოდესს არაფეეიიი თუ ის მთელი გულით და სულით არ არის პატრიოტიი აზრი არაქვს მის აქ ყოფნას და მისნაირების!!!! ისე რომ იოცდეთ ნიკოლოზ ბასილაშვილიც ერთ დროს რუსეთის სა ხელით გამოდიოდა!!!!
Jano
19 იანვარი 2022 16:42
6
ვერ მოთხოვ ყველა ადამიანს პატრიოტობას, კვარამ ამასწინათ ინტერვიუში თქვა პირველი ოცნება ეროვნული ნაკრებში თამაში იყოვო და ამით ყველაფერია ნათქვამი. აქ ჩამოსვლით ნაკრების ფეხბურთელები ხელფასს და ფულს არ აკეთებენ, არამედ საქართველოს ემსახურებიან როგორც რიგითი ჯარისკაცები, ამას თუ არ აცნობიერებს ფეხბურთელი იქ აზრი არ აქვს ლაპარაკს. ფეხბურთელის პატრიოტიზმი სწორედ ის არის რომ ეროვნულ ნაკრების მაისურს რომ ჩაიცვამ ამით იამაყო და მოედანზე ბოლომდე იბრძოლო.
azri
19 იანვარი 2022 16:29
0
ანანიძეზე მიგებაძა. ტიპს მთელი ცხოვრება ტრავმა ტანჯავს და ნაკრებში და კლუბში ძალიან ცოტას თამაშობდა მაგრამ ხალხს ისე უყვარს და აფასებს იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშა და უარი თქვა ჯიქიაზე უკეთეს კარიერაზე და არცერთხელ არ დაუწუწუნია. ახლა დინამო ბათუმშია და ვლოცულობ რომ საუკეთესოდ აეწყოს კარიერა. მისი ყოველთვის მეიმედება და როგორც გულშემატკივარი ყოველთვის გვერდში დავუდგები. გვილია. წიტაიშვილი. მიქაუტაძე. ეს ის ბიჭებია რომლებმაც ფესვები არ დაივიწყეს. შენ მოღალატე ხარ ჯიქია. ქვეყნის გამყიდველი ხარ. არ დამიწყოთ ახლა ასე არაააო.
roma
19 იანვარი 2022 16:24
0
არაკაცია
shalva
19 იანვარი 2022 16:12
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული