ქართველი დელეგატი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ხელმძღვანელი და უეფას დელეგატი ირაკლი ნაკაიძე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დელეგატის რანგში იმუშავებს.

ქართველი დელეგატი გათამაშების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, ბაქოში იმუშავებს, სადაც ჯგუფური ეტაპის სამ (უელსი 12.06 შვეიცარია, თურქეთი 16.06 უელსი, შვეიცარია 20.06 თურქეთი) და მეოთხედფინალის (3 ივლისი) ერთ მატჩს მოემსახურება. ქართველი საფეხბურთო მენეჯერი უეფას მიერ შერჩეულ 11 დელეგატს შორისაა.

წარსულში ირაკლი ნაკაიძეს დელეგატის რანგში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირზე უმუშავია. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის
მეოთხედფინალურ მატჩზე, სადაც "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

წყარო: GFF

altქართველი მსაჯები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

altევრო 2021 - ესპანეთი-ჩეხეთს ქართველი მსაჯები და დელეგატი მოემსახურებიან

alt12-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე იმსაჯებენ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული