ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყოფილმა თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

36 წლის ფორვარდს კარიერის მანძილზე თბილისის "დინამოში", ბოლნისის "სიონში", საჩხერის "ჩიხურაში", მოლდოვურ "დაჩიაში", "ზესტაფონში", "ყარაბაღში", "საბურთალოში", თერჯოლის "საპოვნელაში", "ცხინვალსა" და "თელავში" უთამაშია.

ყველაზე მეტად კი ქართველ გულშემატკივარს თავი "ზესტაფონში" თამაშით დაამახსოვრა, როცა 2009-13 წლებში იმერული გუნდის მაისურით უმაღლეს ლიგაში 45 გოლი შეაგდო.

ჯაბა კი მოღვაწეობას კვლავ "ზესტაფონში" განაგრძობს, სადაც ბოლოს თამაშობდა კიდეც. დვალი კლუბის გენერალური დირექტორი იქნება.

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ