კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
ახლად შექმნილ  კონფერენს ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

ბათუმის "დინამო" სან-მარინოს "ტრე პენეს" შეხვდება, ხოლო "გაგრა" - მონტენეგროს "სუტიესკას". ორივე გუნდი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.  

პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს გორის "დილა" და მისი მეტოქე სლოვაკური "ჟილინა" იქნება.

შეხვედრები 8 და 15 ივლისს შედგება.

altზივზივაძის "ფეჰერვარი" სავარაუდო მეტოქეებში - დღეს ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის კენჭისყრაა


altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე