"ნეფთჩი" თავის ქვეყანაში ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში - ცხადაძის პირველი კომენტარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:

"ბაქოს "ნეფთჩი" აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა, ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა, კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ."

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩისთან" საშინაო შეხვედრას 6 ან 7 ივლისს ჩაატარებს, საპასუხო კი ბაქოში 13 ან 14 ივლისს გაიმართება.


წყარო: თბილისის "დინამოს"
ოფიციალური გვერდი

altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე


მკითხველის კომენტარები / 14 /
ცხადაძემ თქვა როგორც დინამოა საქართველოში ბრენდი,ისეა ნევთჩი აზერბაიჯანშიო.ტყუილი თქვა რამე???რატომ აბავთ კუდებს მის ნათქვამს?თან ამდენი ლაიქებით.
master
18:40 15-06-2021
4
რა გულზე მოგხვდათ ხალხნო?სულ სხვა რამ თქვა და სხვანაირად გაიგეთ.მეორეც ის რომ იყო მაშინ იყო,40 წლის წინ,ბოლო 30 წელში ევროტურნირებზე დინამოს მეტისთვის მიუღწევია თუ ნევთჩის?რა თქმა უნდა ნევთჩის,ეს ფაქტია მოგვწონს თუ არა.
Basti
18:45 15-06-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული