"ნეფთჩის" შეუძლია "დინამოს" ბარიერის გავლა..." - "სამტრედიას" ნახევარმცველი

AutoSharing Option
"სამტრედიას" აზერბაიჯანელი ნახევარმცველი იბრაჰიმ გადირზადე azerisport-თან თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ნეფთჩის" მომავალ შეხვედრებზე მსჯელობს:

"ის, რომ პირველი თამაში თბილისში ჩატარდება, უპირატესობას არცერთი გუნდს არ აძლევს, რადგან მეტოქეები მაინც ფრთხილად ითამაშებენ. "ნეფთჩის" შეუძლია "დინამოს" ბარიერის გავლა, რადგან მათი ბოლო მატჩები აჩვენებს, რომ ეს გუნდი კარგ ფორმაშია."

რაც შეეხება თბილისის გუნდის სასარგებლოდ არსებულ ფაქტორებს, ქართული კლუბის ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ რაც "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახდა, თბილისელთა თამაშმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და გუნდი კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად გადადის.

გადირზადეს თქმით, "ნეფთჩის" მეტოქის კიდევ
ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოში სეზონი მიმდინარეობს:

"ადგილობრივ გულშემატკივრებს სჯერათ მათი გუნდის და საინტერესო თამაშებს ელიან. "დინამო" ადგილობრივი ფლაგმანია და მათში დიდი რწმენაა. ამიტომ ხალხი ამ მატჩებს მოუთმენლად ელოდება. ისინი ასევე, აღნიშნავენ "ნეფთჩის" სიძლიერეს, რადგანაც ამ გუნდმა "ყარაბაღს" აჯობა."

alt"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!" - აზერბაიჯანელი გულშემატკივრების გამოხმაურება




მკითხველის კომენტარები / 1 /
კარაბაXი რაა ან ნეფთჩI, ან შენ ვის დაკარგვიხარ?
sddd
11:08 17-06-2021
5

სიახლეები პოპულარული