უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ ფეხბურთში - "ლანჩხუთის" მეკარით იტალიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და "ლანჩხუთის" 21 წლის მეკარე თათია გაბუნიას მიმართ იტალიური კლუბის მხრიდან სატრანსფერო ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

SPORTALL.GE-ს ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა:

"გაბუნიამ წინადადება იტალიის ქალთა სამოყვარულო მესამე ლიგის (სერია C) კლუბ "აპრილია რასინგისგან" მიიღო. მოთამაშეს სკ "ლანჩხუთთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ორივე მხარის შეთანხმებით, მისი შეწყვეტის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება."

ქართულ ქალთა ფეხბურთში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოთამაშის ტრანსფერით უცხოური კლუბი
დაინტერესდა. ჩოხატაურელი თათია გაბუნია ეროვნულ ნაკრებში გამორჩეულია და თავი "ლანჩხუთის" მიერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ მატჩებშიც გამოიჩინა.

alt"როსენგარდის" წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს აღწევს... - "ლანჩხუთის" პასუხი განსჯისთვის

altრაც კაცმა ჩემპიონებმა ვერ შეძლეს - "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა!



მკითხველის კომენტარები / 8 /
არ მომწონს,როცა ქალ ფეხბურთელს მისი შესახედაობით და მიხვრამოხვრით აფასებენ. აქაც შემხვდა კომენტარები და სხვაგანაც. როდის უნდა მივეჩვიოთ,რომ ფეხბურთელი დავუძახოთ? ძალიან კარგი მეკარეა და გამორჩეულია საქართველოში,მაგრამ სერია ც სამოყვარულო ლიგის გუნდში არ უნდა წავიდეს. შესაძლოა იქ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ქალთა ფეხბურთს და ანაზღაურებაც მეტი აქვთ,მაგრამ აქ ლანჩხუთშია და ყოველ წელს ლიგაზე თამაშის პერსპექტივაა. წელსაც თუ ივარგეს და ამ მეკარემაც კარგად ითამაშა,შეიძლება უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდეს.კეისარს ერჩია სოფელში ყოფილიყო პირველი,ვიდრე ქვეყანაში მეორე,ის რომის მმართველი გახდა.ჩემპიონი გუნდში თამაშით ყალიბდება გამარჯვებულის მენტალიტეტი და შენზე ძლიერებთან დაპირისპირებით.ნებისმიერ შემთხვევაში მისი გადასაწყვეტია და წარმატებებს ვუსურვებ,სადაც არ უნდა თამაშობდეს.
თანასწორობა
21 ივნისი 2021 12:10
1
რა ლამაზი გოგოა * რა უნდა ამას ფეხბურთში ამის ადგილი პოდიუმზეა ან სცენაზე ან კინოში***
ზურა222
21 ივნისი 2021 05:45
22
მისი ფეხბურთელობით მის სილამაზეს და ადამიანობას არაფერი აკლდება რა შუაში კინო და პოდიუმო. ცარიელ თავა მოდელებს და მსახიობებს ჭკვიანი ფეხბურთელები სჯობია.
jjj
21 ივნისი 2021 14:07
2
ვხვდები რომ ცუდი განზრახვით არ გითქვამს, მარა მაინც - თუ ფეხბურთი უსწორდება ადამიანს, რა უნდა პოდიუმზე ან სცენაზე? და ფიქრობ რომ ლამაზი ადამიანებისთვისაა მარტო კინო? :)
მახინჯი
21 ივნისი 2021 11:49
1
სამოყვარულო ლიგისთვის არ მემეტება ეს გოგო.
მისი მოყვარული
21 ივნისი 2021 01:45
2
იქნება კაცების ნაკრებშიც ვათამაშოთ თუ გაგვიჭირდა
Levani
20 ივნისი 2021 17:14
7
ძალიან კაი წარმატებები
ემიგრანტი
20 ივნისი 2021 16:25
0
რა კაი გოგოა
შაკო
20 ივნისი 2021 16:06
0

სიახლეები პოპულარული