"მაშინ გაბელიას თავზე გადავუგდე, "ნეფტჩი" "დინამოს" ახლაც აჯობებს" - აზერბაიჯანელი ვეტერანი

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "ნეფტჩის" ყოფილმა ნახევარმცველმა იუნის გუსეინოვმა ინტერვიუ azerisport.com-ს მისცა და ბაქოელების თბილისის "დინამოსთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

-რა გახსენდებათ, როცა ხედავთ აფიშას წარწერით "დინამო" (თბილისი) - "ნეფტჩი" (ბაქო)?
-თბილისური გუნდის კარში საკუთარი გოლი. 1988 წელს მათ ბაქოში შევხვდით. ბურთი საჯარიმოში მივიღე და მოტრიალებით დავარტყი. ბურთი ოთარ გაბელიას თავზე გადავუგდე. მაშინ 1:0 მოვიგეთ, თუმცა, სამწუხაროდ, უმაღლესი ლიგიდან იმავე წელს გავვარდით. კენჭისყრის შემდეგ გამახსენეს, რომ ეს "დინამოსა" და "ნეფტჩის" შორის გამართულ მატჩებში ბოლო ოფიციალური გოლია.

-ამჯერად რა იქნება?
-"ნეფტჩის" მიერ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები ვნახე. გუნდი
კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით "სპარტაკთან" (2:1) მატჩში. ბიჭები ფორმაში შედიან.

მაგრამ ჩვენ არ ვიცით "დინამოს" რა გუნდი ჰყავს. მხოლოდ ის ვიცით, რომ იქ სეზონი მიმდინარეობს და მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძეა. ეს მოწინააღმდეგის უპირატესობაა.

-თქვენი პროგნოზი როგორია?
-ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე გავა. მოწინააღმდეგის თამაშს გაანალიზებენ, დასახავენ გეგემას, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ მათ წინააღეგ და საკუთარ საქმეს გააკეთებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რამდენი თათარი გყავთ გუნდში?
ელგუჯა
21:55 04-07-2021
4
ესენიც რომ გაგვიბლატავდნენ...
ILIA
09:16 05-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული