ცხადაძე: ვეცდებით "ნეფთჩის" მინუსები გამოვიყენოთ

AutoSharing Option
"ნეფთჩისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:

"აზერბაიჯანში 8 წელიწადი ვიმუშავე. ძალიან სასიამოვნო იყო. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. მიზანი კარგად თამაში და მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღწევაა.

ორშულას დამატებას შეცდომად მივიჩნევ. მონხილს ძალიან დიდი ოჯახური პრობლემა ჰქონდა და თავად სურდა წასვლა. რაც შეეხება გაგნიძეს, არც ერთ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს უკეთეს ლიგაში გადასასვლელად გზა არ უნდა გადავუკეტოთ. რაც მეტი ფეხბურთელი წავა უკეთეს ლიგაში, უკეთესი იქნება.

ცოტა ფეხბურთელია დასამატებლად თავისუფალი. ოსეი დავიმატეთ, მაგრამ "ნეფთჩისთან" ვერ
დაგვეხმარება. ერთმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და არ ავიყვანეთ. ქავთარაძე კარგ მდგომარეობაშია და თამაშობს. ვიცი, ბევრს არ მოვწონვართ. გუნდი ჩვენი დაკომპლექტებული არ არის. ვეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

"ნეფთჩი" კარგადაა დაკომპლექტებული და სერიოზული მეტოქეა. მათი მინუსების გამოყენებას უნდა შევეცადოთ. ვნახოთ, რა გამოვა. ამას დრო გვაჩვენებს.

ორ ფრონტზე ვიბრძვით და ძალიან ცოტა დრო გვქონდა იმისთვის, რათა სათანადოდ მოვმზადებულიყავით. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ერთი მატჩის გადადება ვთხოვე, მაგრამ ერთპიროვნულად ვერ გადაწყვიტა. "ტორპედო" და "დილა" თანახმა იყვნენ, მაგრამ ბათუმის "დინამო" წავიდა წინააღმდეგი.

კოლი და სტანკოვიჩი "ინტერში" ჩვენ მივიყვანეთ. ისინი ხვალ ჩვენი მოწინააღმდეგეები იქნებიან და ვეცდებით დავამარცხოთ".
მკითხველის კომენტარები / 10 /
მინუსი შენ თავში ეძებე. გ ა დ ა დ ე ქ ი.
სვანსკი
08 ივლისი 2021 11:37
0
ვუყურებ თბილისის "დინამო"-ს და გული მტკივა, როგორი უსუსური და გასაცოდავებულია!
მანჩო
07 ივლისი 2021 01:47
0
ჩვენ რომ შევიკრიბოთ ყოველდღე მოთამაშე მეგობრები , ანუ უბნის ფეხბურთელები, 11 ვე ვეწევით სიგარეტს, მაგრამ ყოველდღე ვთამაშობთ. ხოდა მოიყვანეთ თქვენი ბიჭები დინამოს ბიჭები და ვეთამაშებით. ვნახოთ ვინ მოიგებს არ გაინტერესებთ?
კაკი
07 ივლისი 2021 00:10
1
სადაც მეცხვარეებისგან 6 ბურთის გაშვება არ იყო კატასტროფა დიდნამოს მეპატრონისთვის, რა პრობლემა იქნება მენავთობეებისგან 2-3 ბურთის მიღება?
ჟორა
06 ივლისი 2021 22:44
3
და დინამოს სისუსტეებს რას უშველი? ძლიერი მხარე კი აქვს რამე? შენც ფიფია დაგემართა თუ მართლა გჯერა, რომ გუნდი გყავს?
: )))))))
06 ივლისი 2021 22:05
0
ხვალ მორიგი სირცხვილი იქნება,ფიფიამ დინამო ისე გააბანძა, სამწუხაროდ, მეტი რომ არ შეიძლება
Zura
06 ივლისი 2021 21:52
0
ფიფიას არც გულშემატკივარი და არც ქვეყანა არ აინტერესებს…
MT
06 ივლისი 2021 22:08
0
ვინ უნდა გამოიყენოს ნეფტჩის სისუსტეები? ფეხბურთელი გუნდში თქვენ არ დაიტოვეთ. ორი განელი მოიყვანეთ თამაშამდე ორი დღით ადრე და ამათგან ერთს შარშან საერთოდ არ უთამაშია და მეორეს თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის გოლი აქვს გატანილი კარიერაში, არადა შემტევია.
სოსო
06 ივლისი 2021 20:24
1
დრო არ გვქონდაო.. დეკემბერში გახდნენ ჩემპიონები 6 თვე ჰქონდათ დრო და არ ეყოთ...
შოთა
06 ივლისი 2021 20:24
0
ეს თამაშის გადადება დაივიწყეთ აწი ორღობეს ჩემპიონატიდან გამოდით და საქმე გააკეთეთ ვის რაც გეხებათ ვითარდება მსოფლიო ისედაც ჩამოვრჩებით არადრო გადადების და დინამოს პრივილეგიები ახალ მწვრთნელი რაა მერე ესეა ყველგან
beqa
06 ივლისი 2021 20:10
1

სიახლეები პოპულარული