"განმეორების შემთხვევაში შესაძლოა, გულშემატკივართა დასწრება აიკრძალოს" - ბათუმის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და სან მარინოს "ტრე პენეს" მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტისა და უეფასგან დაკისრებული ფულადი სანქციების შემდეგ, ბათუმის "დინამომ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც მოგეხსენებათ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმსა" და "ტრე პენეს" შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფასგან დაისჯება სოლიდური ფულადი ჯარიმით და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, დამატებითი სანქციები ემუქრება.

ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს
ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის.

უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შესვლისგან და მატჩში მონაწილე პირებთან კონტაქტისგან. ასევე გთხოვთ, დაიკავოთ მხოლოდ ბილეთზე მითითებული ადგილები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაემორჩილოთ სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.

გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე სასტიკად აკრძალულია: ყველანაირი პიროტექნიკის და ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. ასევე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი საგნის/ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე."

შეგახსენებთ, ბათუმელები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის "ბატეს" 22 ივლისს უმასპინძლებენ.

altკონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბიჯო,გუნდს რომ გასვლაში 4-0 აქვს მოგებული,სახლშიც იგებს და მაინც მოედანზე გადავარდები,არა ხარ შენი გუნდის მტერი?ხომ დარწმუნებული ხარ,რომ გუნდს დაგიჯარიმებენ და შეიძლება სტადიონსაც დისკვალიფიკაცია მისცენ.მაინ რომ ამას გააკეთებ,რა ტვინის პატრონი უნდა იყო?დღეს ვინმეს აქვს საქართველოში გადასაყრელი ფული?ან საერთოდ ვინმეს აქვს ფული გადასაყრელი?უცხოეთში არის ასეთი პრაქტიკა,ვინც ხშირად არღვევს სტადიონზე ქცევის წესებს,კლუბისაგან დისკვალიფიკაციას იღებს და ეკრძალება სტადიონზე შესვლა.საფიქრალია კიდევ ისიც,რომ ხომ არ შეიძლება ის გულშემატკივარი,ვინც არღვევს სტადიონზე ქცევის წესებს და ვის გამოც ჯარიმდება კლუბი,ჩაითვალოს ვალდებულად,ჯარიმის თანხის გადახდაში წილში ჩაუდგეს კლუბს.მისი საქციელი,ვინმესათვის მატერიალური ზარალის მიყენების მუხლით შეიძლება განვიხილოთ.მაშინ ბევრი დაფიქრდება,სანამ ხულიგნობას ან რაიმე სხვა დარღვევას ჩაიდენს.გუნდის ხელმძღვანელობა კი გადარჩენილ ფულს,ისევ კლუბის გაძლიერებას მოახმარს.
სოსო
20 ივლისი 2021 12:23
0
დაცვა კიარა შეგნებაა მთავარი დაელოდე გარედ გამოართვი ავტოგრაფი. სანამ არ გაგიკრავენ სეტკებს მანამდე არ გაჩერდებიით?
beqa
20 ივლისი 2021 13:24
1
ბათუმელებო ძალიან მეამაყებით, საუკეთესო ფანები ხართ მთელი ქალაქი! უბრალოდ გთხოვთ დაემორჩილეთ წესრიგს და გულშემატკივრობის ნაცვლად ნუ დააზარალებთ გუნდს! არსად არ ხდება ასე ქაოსურად მოედანზე დასეირნობდეს ვისაც არ ეზარება! უეფას დელეგატები არ მაზავენ დაჯარიმების შანსს და ძალით ნუ გაიფუჭებთ საქმეს! განსაკუთრებით ბავშვები გააფრთხილეთ! გუნდის ხელმძღვანელობასაც მოვუწოდებ, ჯობს დაცვა გააძლიეროს და ამაში დახარჯოს ფული, ვიდრე უეფას ჯარიმებში! ისე აჭარის მთავრობაც თუ გამოყოფს ძალებს და დაცვის პოლიციას სთხოვს დახმარებას ცუდი არ იქნება!
გიო
20 ივლისი 2021 15:26
0
რა ჯანდაბაა ეს შევარდნები? ვითომ ფანები, არადა მაგისთვის მიდიან მოედანზე, რომ შევარდნენ. ვისაც თამაშის ყურება უნდა, იმას სტადიონზე შესავარდნად არ ცხელა.
ერთი ადგილი დააყენეთ და ხელს ნუ გვიშლით
გენო
20 ივლისი 2021 12:32
0
ანთაძე 5 აგვისტოს გადადე მასპინძლობა? ხალხო უგულშემატკივრეთ გუნდს კი ნუ აზიანებთ მათ ინტერესებს.
roma
20 ივლისი 2021 14:09
0
მგონი ჩაუსწორებიათ უკვე, ხუთში მესამეა, თუ გავაღწიეთ
ვაშაძე ჯუნიორი
20 ივლისი 2021 15:55
0
კი მარა დაცვა რას მიკეთებს? ლობიოს ჭამს?
hhh
20 ივლისი 2021 11:58
11
5 აგვისტოს??? 22 ივლისსაა თამაში, 21:00 საათზე :)
ვახო
20 ივლისი 2021 12:49
1
მაგ დღეს მესამეა
555
20 ივლისი 2021 14:10
0
ზედმეტმა დემოკრატობანამ იცის ეს. ამ უტვინო ვითომ ფანმა,რატომ უნდა ისეირნოს საფეხბურთო მოედანზე უპრაკუნოდ.რა გოიმობა და ღრმა სოფლელობაა, მისი რა მიდის ფეხებზე არ კიდია უეფას სანქციები,თვითონ გადაიხდის თუ ვინმე დაავალებს გადახდას? კლუბმა,მერიამ, რესპუბლიკამ(ავტონომიურმა ასე რომ მივსტირით მის სტატუსს)და მათმა არაეფექტურმა(არაფრის მაქნისმა) ორგანოებმა ეს უმსგავსობა ვერ უნდა აღკვეთოს? კი ბატონო იმ ეგრეთწოდებულმა ფანმა ვერ გაითავისა თავისი ქმედებების უაზრობა და მოტანილი შედეგები,ამიტომ სახელმწიფომ აუკრძალოს ბათუმელებს ფეხბურთზე სიარული?
vax-vax
23 ივლისი 2021 12:13
0

სიახლეები პოპულარული