"განმეორების შემთხვევაში შესაძლოა, გულშემატკივართა დასწრება აიკრძალოს" - ბათუმის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და სან მარინოს "ტრე პენეს" მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტისა და უეფასგან დაკისრებული ფულადი სანქციების შემდეგ, ბათუმის "დინამომ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც მოგეხსენებათ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმსა" და "ტრე პენეს" შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფასგან დაისჯება სოლიდური ფულადი ჯარიმით და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, დამატებითი სანქციები ემუქრება.

ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს
ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის.

უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შესვლისგან და მატჩში მონაწილე პირებთან კონტაქტისგან. ასევე გთხოვთ, დაიკავოთ მხოლოდ ბილეთზე მითითებული ადგილები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაემორჩილოთ სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.

გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე სასტიკად აკრძალულია: ყველანაირი პიროტექნიკის და ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. ასევე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი საგნის/ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე."

შეგახსენებთ, ბათუმელები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის "ბატეს" 22 ივლისს უმასპინძლებენ.

altკონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბიჯო,გუნდს რომ გასვლაში 4-0 აქვს მოგებული,სახლშიც იგებს და მაინც მოედანზე გადავარდები,არა ხარ შენი გუნდის მტერი?ხომ დარწმუნებული ხარ,რომ გუნდს დაგიჯარიმებენ და შეიძლება სტადიონსაც დისკვალიფიკაცია მისცენ.მაინ რომ ამას გააკეთებ,რა ტვინის პატრონი უნდა იყო?დღეს ვინმეს აქვს საქართველოში გადასაყრელი ფული?ან საერთოდ ვინმეს აქვს ფული გადასაყრელი?უცხოეთში არის ასეთი პრაქტიკა,ვინც ხშირად არღვევს სტადიონზე ქცევის წესებს,კლუბისაგან დისკვალიფიკაციას იღებს და ეკრძალება სტადიონზე შესვლა.საფიქრალია კიდევ ისიც,რომ ხომ არ შეიძლება ის გულშემატკივარი,ვინც არღვევს სტადიონზე ქცევის წესებს და ვის გამოც ჯარიმდება კლუბი,ჩაითვალოს ვალდებულად,ჯარიმის თანხის გადახდაში წილში ჩაუდგეს კლუბს.მისი საქციელი,ვინმესათვის მატერიალური ზარალის მიყენების მუხლით შეიძლება განვიხილოთ.მაშინ ბევრი დაფიქრდება,სანამ ხულიგნობას ან რაიმე სხვა დარღვევას ჩაიდენს.გუნდის ხელმძღვანელობა კი გადარჩენილ ფულს,ისევ კლუბის გაძლიერებას მოახმარს.
სოსო
12:23 20-07-2021
0
დაცვა კიარა შეგნებაა მთავარი დაელოდე გარედ გამოართვი ავტოგრაფი. სანამ არ გაგიკრავენ სეტკებს მანამდე არ გაჩერდებიით?
beqa
13:24 20-07-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული