თბილისის "დინამოს" კარში 2 გოლის ავტორი აზერბაიჯანელი ნოკაუტში გაუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან რომ გამოვარდა, ამაში მხოლოდ როინ კვასხვაძისა და ლევან ხარაბაძის შეცდომები არაა დამნაშავე - დიდი წვლილი აზერბაიჯანელმა შემტევმა ნამიქ ალასგაროვმა ითამაშა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონს ორი გოლი გაუტანა (მახმუდოვის მსგავსად, რომელმაც 2 პენალტი შეაგდო).

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი კი ალასგაროვისა და მისი გუნდისთვის წარმატებული არ გამოდგა. თუ "ნეფთჩი" გასვლაზე "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა (0:1), ნამიქი, საერთოდაც ნოკაუტში აღმოჩნდა - ბერძენთა ნახევარმცველმა კამარამ მაკრატელა დარტყმით მარჯვენა ფეხი პირდაპირ ალასგაროვს ჩააჭედა ცხვირში...



გოლებით არა, თუმცა კიკბოქსინგის
ჰაილაითებით მატჩი მართლაც დახუნძლული გამოდგა. 21 წლის მცველმა მერტ ჩელიკმა, კამარაზე ნაკლები რითი ვარო და, "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელს ლამის ალასგაროვის მდგომარეობა მოანატრა...



ამგვარად, შეხვედრა 1 გატანილი გოლითა და 2 წითელი ბარათით დასრულდა. ისეთი თამაში იყო, კიკბოქსინგისა და MMA-ს მოყვარულები მატჩით უფრო ნასიამოვნები დარჩებოდნენ...

ასევე დაგაინტერესებთ