ცხადაძე: აუხსნელია, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი შიშით რატომ თამაშობს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:

"რთულია საუბარი. მეტოქემ ისევ ინდივიდუალურად გვაჯობა. ინდივიდუალური ოსტატობა დაგვაკლდა. როცა გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს, შესაბამისი დონის შემსრულებლებია საჭირო. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დაცვაში ასეთი უხეში შეცდომები დავუშვით. ფლანგიდან უამრავი გადაცემა გავაკეთეთ, მაგრამ უმეტესობა არაზუსტი იყო.

ზოგიერთი მოთამაშე გამოუცდელობის ფაქტორმა დააზარალა. გამოუცდელებს ეპატიებათ, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეები  შიშით რატომ თამაშობენ, ეს ჩემთვის აუხსნელი და მიუღებელია...

ზოგიერთი ვიღაცის ინტერესს ატარებს და ტრიბუნიდან რაღაცებს ყვირიან. როგორც
"ნეფთჩისთან", ასევე დღევანდელ შეხვედრაში გუნდის მოსამზადებლად არაფერი დაგვიკლია და მეტოქეებს არ ჩამოვუვარდებოდით...

მართლა ბევრი რამ გავაკეთეთ, არაერთი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ასეა როდესაც ფეხბურთელებს დაბალი საშემსრულებლო კლასი აქვთ ბუნებრივად ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებიან. აქ მხოლოდ ფსიქოლოგი ვერ უშველის საქმეს. აქ სწორი ანალიტიკური დასკვნები უნდა გაკეთდეს გუნდის შიგნით, კლუბის სტაფი უნდა შეიცვალოს და გონიერი კადრები უნდა მოვიდნენ რომლების სწორად დაგეგმავენ გუნდის წარმატებულ მომავალს, სელექციური კუთხით სწორად შეარჩევენ ფეხბურთელებს ამ უდიდიესი ტრადიციების მქონე კლუბისათვის და აზროვნებაში არ ექნებათ პრობლემები. ვერ გავიგე რატომ ვყიდულობთ და უხდით ხელფასებს ისეთ უაზრო ფეხბურთელებს რომლებიც ელემენტარულად ბურთს ვერ ურტყავენ კარის მიმართულებით, ბურთის მიღების ტეხნიკური მხარე, მოედნის პერიფერიული ხედვა და ტექნიკური არსენალი თითქმის ნულის დონეზე აქვთ, აღარ ვსაუბრობ სხვა იმ მნიშვნელოვან საფეხბურთო კომპონენტების ერთობლიობაზე რაც თანამედროვე ფეხბურთში ასე აუცილებელია.რა გითხრათ აბა სხვა? გამოდით მაგ გამოქვაბულიდან და დაიწყეთ უგუნურებმა აზროვნება ეს იქნება ჩემი მოწოდება თქვენდამი. ხომ ხედავთ ევროპის საკლუბო რეიტინგებში როგორ ყველაზე ბოლო საფეხურებზე ჩამოაქვეითეთ ჩვენი ქვ. პრესტიჟი. იფიქრეთ, მეტი დრო დაუთმეთ თქვენს პროფესიონალურ საქმიანობას და ნუ გეზარებათ შრომა და გარჯა.
valerian magradze
30 ივლისი 2021 15:09
0
კახა შენი ბრალი არაფერია, რა გუნდიც დაგხვდა, იმას ათამაშებ, მაგრამ სამოყვარულო დონეზეც კარგად ჩანს, რომ ბენიო ძალიან დაბალი დონის მოთამაშეა. 2 წელია გუნდს ნორმალური საყრდენი ვერ მოუყვანეს, რომელიც გუნდის ძრავი იქნება, ძალიან უჭირს გუნდს ამ პოზიციაზე. ამ სამი თამაშიდან ასევე ცხადად გამოჩნდა რომ გაბედავა ვერაა ფორმაში, ღირებული ვერაფერი შექმნა. ფაქტია, რომ გაბედავას და მარუსიჩის ერთად თამაში არ ამართლებს. შემდეგ თამაშში ერთადერთი შანსი შეიძლება გქონდეთ, ითამაშეთ გამოკვეთილ მე-2 ნომრად, მოგეცემათ რამოდენიმე შანსი გატანის და ის უნდა გამოიყენოთ. კახა, რაღაც შეცვალე, გადადი 4 მცველზე, 2 გამოკვეთილ საყრდენზე, ფლანგებზე ოსეი და ქავთარაძე. 1. მეკარე, ხარაბაძე, კობოური, პაპავა, სპორკლე, რადინი, ქარდავა, ანზორი, ოსეი, ქავთარაძე და მარუსიჩი
გუჯა კახაია
23 ივლისი 2021 13:29
0
ცხადაძევ და ფიფიავ ერთი ხილბოსტნეული გახსენით რაა!!ამით ქართული ფეხბურთს თუ არა დიასახლისებს მაინც დაეხმარებით,მანდ ფედერაციასთან არაფერი ისეთი არაა. რა გინდათ თქვენ ფეხბურთში წადით ივაჭრეთ რაც გეხერხებათ ის გააკეთეთ))))))
სვანსკი
23 ივლისი 2021 12:23
3
ბავშთა ფეხბურთიდან ...ინდივიდუალობას უ ხ შ ო ბ ე ნ ...არიქა, პასი, პასი, პასი- ო და ...ბურთის მოცილებაზე არიან დაგეშილები, ასე ფიზიკურად თავისთავად სუსტები, მით ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები, მენტალურად ფრთხალები და...ბავშთა ფეხბურთის მწვრთნელებია გასაშვები- დასასუფთავებელი.
გლახუნა
23 ივლისი 2021 12:14
0
კახი ცხადაძეს და დინამოელებს ვურჩევ არ მიაქციოთ ყურადღება უაზრო, ბოროტ კომენტარებს.
გთხოვთ ბოლომდე იბრძოლეთ განმეორებით თამაშში. წარმატება ფეხბურთელებს თავდაჯერებას მოუტანს და გულშემატკივარიც შემობრუნდება.
giabar
23 ივლისი 2021 11:40
0
sanamde chveni chempionatis kvela monacile gundebs ar ekoleba stabiluri sponsorebi da pegburtchi ar chaideba didi puli, ase mogvigebs visac ar ezareba kvela, vis unda mougot msopliochi, memgoni agar darcha kvekana visac sakartvelos chempioni mougebs, sxva gundebze zedmetia saubari, kazaxetis magaliti maic aiget tu evropisas ver gebulobt, ra gaxda erti superklubis gaketeba ro evrotasebze mainc ar mogvechras tavi.
ქუთაისელი
23 ივლისი 2021 11:34
0
"სანამდე" ქართულად არ დაწერ, "მანამდე" შენს კომენტარებს არ წავიკითხავ!
პუბლიკა
24 ივლისი 2021 00:52
0
ფიფიამ უნდა დატოვოს დინამო მთლიანად ჩემპიონატი დაასუსტა!!
beqa
23 ივლისი 2021 11:25
0
ცხადაძე ამბობს უფრო კარგი ფეხბურთელები მჭირდებაო,რომ მოგებაზე ვითამაშოო,უფრო კარგი მწვრთნელი რომ გვყავდეს არაა??? შენს ხელში დიდიხანი ვივლით ეგრე.
სვანსკი
23 ივლისი 2021 11:21
1
მწვრთნელის კომპეტენციის შესაფასებლად - ჯერ ფეხბურთელები უნდა გყავდეს, არ გვყავს, ვინმეს თუ სხვა აზრი აქვს, გადაახვიოს და ცალკეული სახასიათო ეპიზოდები ცოტა მიუკერძოებლად შეაფასოს, დარწმუნდება რომ დინამოში არ არის კონტიგენტი, ეროვნული ჩემპიონატის გარეთ თამაშს რომ იმსახურებდეს. მორჩა- ნუღარ გაიფუჭებთ ხასიათს. სამწუხაროა,რომ ახალგაზრდებიც არასწორად იზრდებიან, არაპროფესიონალური მიდგომით, უფრო გასართობად და დინების მიყოლებით, ასე კი მაღალ შედეგებს ვერ დააფიქსირებ....
გუსანი
23 ივლისი 2021 10:54
0
უთავმოყვარეო კონტიგენტი ხართ ყველანი ერთად...!!!
Simartle
23 ივლისი 2021 10:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული