ბათუმის "დინამო" "ბატესთან" თანაბარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "ბატესთან" 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს, რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, 83-ე წუთზე კი ნეხაიჩიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ბორისოვოში გაიმართება და ზღვისპირელებს რევანშის აღებისა და ორრაუნდიანი დაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება ექნებათ.

ბათუმი. „ბათუმი არენა“

დინამო (ბთ) – ბატე 0:1
გოლი: ნეხაიჩიკი (83)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87), მამუჩაშვილი
(ზარია 59), ჯიღაური (ნავალოვსკი 87), ფლამარიონი, (სანოგო 80) ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (ბორდაჩევი 46), უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასიოვი, ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი, მილიჩი (იუსოვი 73)

მკითხველის კომენტარები / 15 /
თაბანარ ბრძოლაში წააგო თუ მძიმე ბრძოლაში რა მნიშვნელობა აქვს, ან რა სანუგეშოა წაგებულისთვის? იმ დონეზე დავეცით რომ ბატე, ნეფჩი და არარატი საკუთარ მოედანზე გვიგებს....ამაზე მეტი საცოდაობა რაღა უნდა იყოს.
გიო
13:24 24-07-2021
1
ჩვენ გუნდებს არა ჰყავთ ორგანიზატორები,ანუ მწვავე პასის მიმცემები,არადა გვყავს საქართველოში 2-3 ეგეთი ფეხბურთელი და ორივე გუნდის მწვრთნელს შეეძლო დაემატებინა.როდესაც უპირატესობას ფლობ და გადაცემას დროულად არ აკეთებ 10-დან 9 შემთხვევაში გოლს ვერ გაიტან.შიდა ჩემპიონატშიც ამიტომ კარგავენ ხშირად ქულებს.
Chivadze
14:02 23-07-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული