"ღმერთმა იცის, მომავალ კვირას რა მოხდება..." - "მაკაბის" გულშემატკივრები

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსთან" სტუმრად გამარჯვების (2:1) შემდეგ ჰაიფის "მაკაბის" ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრები ძალიან აქტიურობდნენ. კომენტარების უმეტესობა ნეგატიური იყო - მათ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში არ მოსწონთ, თუმცა შედეგით კმაყოფილები არიან:

"ეს არ არის კარგი თამაში ჩვენი გუნდის მხრიდან, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. მომავალ კვირას ჩვენი გულშემატკივრების წინაშე უდიდესი უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ - 3:0."

"ჩვენი გუნდის სამარცხვინო გამოსვლა მთავარი მწვრთნელის ჩათვლით! რგოლებს შორის სუსტი კავშირი გვაქვს, თავდასხმაც უნდა გააქტიურდეს!"

"გავიმარჯვეთ. ებრაული კერძების სიყვარულის მიუხედავად, ქართულ სამზარეულოს არაფერი
შეედრება! ხაჭაპური ძალიან გემრიელია."

"იმედგაცრუებულები ვართ. ღმერთმა იცის, მომავალ კვირას რა მოხდება, რადგან თავდაჯერება გვაკლდა."

"ჩვენი გუნდის თამაში ის არ არის, რაც უნდა იყოს... თუკი ჰაიფაშიც ასე ვითამაშებთ, წავაგებთ. სწრაფად უნდა გამოვფხიზლდეთ, გამარჯვებისთვის კი მადლობა."

altცხადაძე: აუხსნელია, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი შიშით რატომ თამაშობს

altისევ მარცხი - თბილისის "დინამომ" 1:2 წააგო, თუმცა შანსს ინარჩუნებს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგენი რომ მაგას ამბობენ,ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?
სოსო
21:07 23-07-2021
0
ღმერთს მუ აწუხებთ, ყველამ ვიცით რაც მოხდება
ზორბეგი
00:29 24-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული