ცხადაძე მიიჩნევს, რომ "მაკაბისთან" ყველაფერი შესაძლებელია

AutoSharing Option
ჰაიფის "მაკაბისთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.

ცხადაძემ მეტოქეს ისრაელის სუპერთასის მოგება მიულოცა, აღნიშნა, რომ თბილისში გამარჯვების შემდეგ უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ თუ დაცვაში საიმედოდ ითამაშებენ და შეტევაში შანსებს გამოიყენებენ, ყველაფერია შესაძლებელი, არაფერია დასრულებული და ისევე მართებთ თამაში, როგორც პირველი მატჩის მეორე ტაიმში. საჭიროა ინდივიდუალური შეცდომები აღარ დაუშვან და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.

ცხადაძის თქმით, "მაკაბი" კარგი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ყველას აქვს თავისი მინუსები, რაც დაინახეს და 25 ათასი
მაყურებლის წინაშე მათ გამოყენებას და დადებითი შედეგის მიღწევას შეეცდებიან.


მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი ცხადაძე,სერიოზული კაცი მგონიხარ და შენც ღადაობა დაიწყე
გრიგოლი1408
29 ივლისი 2021 15:47
0
აბა თქვენ იცით. წარმატება დინამოს.
ისიდორე
29 ივლისი 2021 00:01
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული