ცხადაძემ აღიარა, რომ გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არაა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:5 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

ცხადაძემ წაგების გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, დაცვის შეცდომების შედეგად გოლები გაუშვეს, მესამე გოლის შემდეგ გუნდი დაიშალა, ამჟამად "დინამო" ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის, მარცხზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ახლა ანალიზის გაკეთება ძნელია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბათუმის დინამო,ამჟამად ისეთ დონეზეა დაკომპლექტებული და ისეთ დონეზე თამაშობს,რომ თბილისის დინამო,შემადგენლობის გაძლიერების გარეშე,კაიხანს,ახლოს ვერ გაეკარება,საჩემპიონო ტიტულს.იმედი მაქვს,ქუთაისის ტორპედო,ბოლოს და ბოლოს დაძლევს ფინანსურ კრიზისს და თუ ეს მოხდა,ძალიან სწრაფად შეძლებს საჩემპიონო რბოლაში ჩაბმას თუ არა,ძალიან ანგარისგასაწევ გუნდად ჩამოყალიბებას მაინც.ლოკომოტივი და საბურთალოც ნიჭიერ ბიჭებს ზრდიან და კონკურენცია,თვითონ აიძულებს ფიფიას,ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს დინამოს.გუნდს პირველ რიგში კარგი მენეჯერი სჭირდება,რომელიც იზრუნებს გუნდის განვითარების სტრატეგიის შექმნასა და მის განხორციელებაზე.ამის გარეშე,კლუბს სამეულზე ბრძოლაც კი, ძალიან გაუჭირდება
სოსო
31 ივლისი 2021 10:38
0
მწვრთნელი რო ხარ და კონტრაქტს ხელს აწერს უკვე იღებ ვალდებულებას !!! ყველაფერს ფიფქიას ნუ დავაბრალებთ ის ბიზნესმენია და აკეთებს რაც იცის ფულს! ეს მწვრთნელი კიდე ხან გულშემატკივრებს გვლანძღავს რატო გვაგინებთო და ხან გუნდს :) მეორე ლიგის გუნდმა გაგრამ ბევრად უკეთ ითამაშა ვიდრე ქვეყნის ჩემპიონმა რაზეა აქ საუბარი.
ბოკინიო
30 ივლისი 2021 17:33
1
უდაბლეს დონეზე სათამაშოდ მზად არ არის? და ამას ახლა ამბობს მწვრთნელი? ხომ არ მოვთხოვოთ უეფას, ახალი გათამაშება შექმნას ჩვენთვის, ანდორის და სან მარინოს კლუბებისთვის? ბათუმმა ხომ მოახერხა მოგება და თან საკმაოდ კარგი ხარისხი აჩვენა?
merabi-1960
30 ივლისი 2021 16:35
0
მერე ვისი ბრალია? 7 თვის წინ იცოდა ფიფიამ რომ ლიგაზე უნდა გამოსულიყვნენ, რა გაკეთდა იმისთვის რომ ღისრსეულად გამოსულიყავით ქვეყნის სახელით? - არაფერი, სრული -0. შედეგიც მერამდენე წელია ერთიდაიგივე, სამარცხვინოზე უარესი. ფიფია წადი (კორექტულად) !
F
30 ივლისი 2021 14:41
0
კერᲫო გუნდია და უნდა იყოს მაგრამ კარგიᲗ რა სირცხვილია მე ბაᲗუმელი ვარ და ბაᲗუმს ვქომაგობ,მაგრამ Თბილისის დინამი ყველას გვიყვარს რამდენი სიხარული მოუნიᲭებია,52წლის კაცი ვარ რა დინამო იყო და ეს რა უქენიᲗ გუნდს,უნდა გაᲫლიერდეს სხვა გუნდები და მერე იკადრებენ და გააკეᲗებენ ნორმალურ გუნდს,ბაᲗუმის დინამო,დილა,ლოკომოტივი,საბურᲗალო,ᲨეᲫლებიაᲗ ქარᲗველებს სირბილი დიახ სირბილი აბა ტექნიკა სულ გვქონდა,ბატეს გადავურბინეᲗ კიდეც,მაგრამ ფიზ მომზდებაᲨი ბაᲗუმს კიდევ მოსამატებელი აქვს.
გოჩა
30 ივლისი 2021 14:39
1
სანამ ევრო ტურნირები დაიწყებოდა იქამდე იცოდა უკვე ყველა ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანმა, რომ ეს დინამო ამ შემადგენლობით პირველივე ეტაპსაც კი ვერ დაძლევდა ვერც ლიგაზე და ვერც კონფერენც ლიგაზე თუ ოდნავ ძლიერი გუნდი შეხვდებოდა თამაშის ხარისხი და ფეხბურთელების დონე არ იძლევოდა რაიმე პოზიტიურის პერსპექტივას გუნდი იყო გამთლების იმედზე, რომ იქნებ ლიგაზე შეგვხდეს სან მარინოს გუნდი ან რამე ეგეთი კალიბრი,რომ გავძვრეთ, მაგრამ არ მოხდა მასე ნეფჩის გადავეყარეთ, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენზე ძლიერი,აუცილებელი იყო გუნდის გაძლიერება და 2-3 ძლიერი ლეგიონერის მოყვანაა გუნდში როცა ცხადაძე მოვიდა მე პირადად გამიხარდა ცხადაძე კარგი მწვრთნელია მაგრამ ჩისკოს მაგალითზე გამოჩნდა რომ დინამოს პრობლემა მწვრთნელში არაა დინამოს პრობლემა არის მის ხელმძღავანელობაში და იმ პოლიტიკაში რასაც ატარებენ კლუბში უკვე წლებია ეს არის არადეკვატური დესტრუქციული მიდგომა და პოლიტიკა რაც არ მუშაობს აკადემია კარგია მივესალმები მაგრამ რეალურად ამ აკადემის აღზრდილი ფეხბურთელების უმეტესობა 1 წელზე მეტს არავინ ჩერდება გუნდში თითქმის ყველა ნიჭიერი მიდის საზღვარგარეთ და ამსტერდამის აიაქსიც კი რომელსაც მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო აკადემია და ახალგაზრდები ჰყავს ისიც კი იმატებს გამოცდილ ლეგიონერებს ევროტურნირებისთვის რომ ყველამ იცის რომ მხოლოდ ახალგაზრდების ხარჯზე წარმატება არ იქნება მაგრამ პრეზიდენტს ფულის დახარჯვა არ უნდა პრეზიდენტი ყოველ წელს შლის და აწყობს გუნდს 10 წლის მანძილზე 10 თუ 12 მწვრთნელი გამოცვალა და ერთი წესიერი ლეგიონერი არ მოუყვანია თუ არ ჩავთლით ჩისკოს რომელიც ნამდვიალდ მაღალი დონე იყო საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე დანარჩენი არაფერი გამიგია ჭორები რომ ფიფიამ 50 მილიონი დახარჯა კლუბზე და აკადემიაზე და სანამ ამ ფულს არ ამოიღებს იქამდე არაფერ ქმედითი და დიდი ინსვესტიცის დაბანდებას არ აპირებს კლუბშიო რომ ვუყურებ დინამოს განსაკუთრებით ბოლო 5-6 წელია ზუსტად ეს სიტუცია ახალგაზრდები იყიდებიან და კლუბში არავინ მოდის ახალი ძლიერი და გამოცდილი ლეგიონერი და ასე თუ გაგრძელდა ყოველთვის ეს შედეგი იქნება.
ზურა
30 ივლისი 2021 12:06
0
შეეშვით ამ გუნდზე წერას ეს გუნდი ხალხს არეკუთნიის!! მომავალ წელსაც იგივე! 3 წელია ესე ვწერ
beqa
30 ივლისი 2021 12:03
0
დინამოს სელექცია მუშაობს ცუდად .ან არ ესმით თავისი საქმე ან კორუფციას აქვს ადგილი,ან ორივე ერთად.
დათო
30 ივლისი 2021 11:17
0
რას ჰქვია აღიარა?კახამაც და ჩვენც,უკლებლივ ყველამ კარგად ვიცოდით,რომ გუნდი მზად არაა.ეგ კი არა,ევროტურნირების წინ,პირიქით უძლიერესი ფეხბურთელები გუნდიდან გაუშვა.კახამ უბრალოდ ფაქტის "კონსტატაცია"მოახდინა.ყველამ ვიცოდით რომ გუნდი ვერაფერს იზავდა და გაძლიერების გარეშე ვერც მომავალში იზავს რაიმეს.ცხადაძე ვფიქრობ იმ შეთანხმებით მოვიდა,რომ დააცდიან გუნდის დაყენებას,გაძლიერებას და მუდმივად ახალი გუნდის შექმნის რეჟიმში არ ამყოფებენ.ვფიქრობ კლუბმა ახალგაზრდა,ნიჭიერ ფეხბურთელებს ხანგრძლივი კონტრაქტები დაუდოს და 2-3 საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ლეგიონერი დაიმატოს.მათ გვერდით უნდა დაფრთიანდნენ ახალგაზრდები და თანდათან აიმაღლონ კვალიფიკაცია.პირველივე ხელის დაქნევაზე ფეხბურთელი გაშვება,მათ კარიერასაც ღუპავს და გუნდის წინსვლასაც გამორიცხავს.უკვე საკმაოდ კვალიფიციური ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვა,დინამოსთვისაც სასარგებლო იქნება,რადგან ფასი მეტი ექნება და მანამდე გუნდსაც დაეხმარება წარმატების მიღწევაში,სასარგებლო იქნება ფეხბურთელისთვისაც,რადგან საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელი ახალ გუნდში ადგილსაც იოლად დაიმკვიდრებს და ხელფასსაც თავიდანვე საკმაოდ მაღალს დაუნიშნავენ.თანაც ახალ კლუბში,მუქთად ნაშოვნის პრინციპით არ მოეპყრობიან,ეგდოს,იქნებ რაიმეში გამოგვადგესო.თუ კახა ცხადაძეს დააცალეს, ხელი შეუწყეს და ბიჭები არ გაუყიდეს,მას შეუძლია ორ-სამ წელიწადში,საკმაოდ ნორმალური გუნდი დააყენოს.დღევანდელ დინამოს კი,მეტს ვერც მოვთხოვთ.ულიდერო გუნდში პატარა ბიჭები,დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ,გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომმპლექტებულ მეტოქეს და გუნდი ყოველთვის დაიშლება.გახსოვთ ქუთაისი ტორპედო რომ გააახალგაზრდავეს?რა კარგად დაიწყეს,მაგრამ როცა წაგებები წამოვიდა,გუნდი ფსიქოლოგიურად გატყდა და კარგი პროექტი ჩაიშალა.
სოსო
30 ივლისი 2021 10:05
5
Ფარერებთან განადგურების შემდეგ საერთოდ დინამო თბილისი რაიმესთვის მზად არის?!
Ნიკა
30 ივლისი 2021 02:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული