სანიოლი ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე გამარჯვებით გახარებულია

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის "დინამოს" მიერ ბელორუსის "ბატეს" სტუმრად, დიდი ანგარიშით (4:1) დამარცხებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

"ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე შეხვედრითა და გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ.

წარმატებას ვუსურვებ კლუბს შემდეგ ეტაპზე და მათი თამაშით მთელ ქვეყანას ისევ ეამაყოს!"

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე ბათუმის "დინამო" თურქულ "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ