ბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სივასპორთან" 1:2 დამარცხდა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგზე სივრცეებს პოულობდა და კარის აღებას ცენტრისკენ შესვლით ცდილობდა. ასეთი ეპიზოდი ორჯერ იყო, თუმცა ბათუმელთათვის შედეგის მომტანი არ ყოფილა. ერთხელ საჯარიმოში არეულობის შემდეგ კართან ახლოს მდგომმა გიული მანჯგალაძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ სახიფათო მომენტი "დინამოს" კართან" შეიქმნა - მე-13 წუთზე სეფა ილმაზმა საჯარიმოში ბურთი კარგად ვერ მიიღო და ხიფათი განიმუხტა. დაახლოებით 25-ე წუთისთვის სტუმრებმა ბურთზე კონტროლი
დაამყარეს და რამდენჯერმე მრავალსვლიანი კომბინაციაც შემოგვთავაზეს.

33-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარში ალექსანდრ აზაცკი ურტყამდა. ბათუმის "დინამოს" მცველი კუთხურს ითხოვდა, თუმცა ირფან პელიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოში შესვლა ცრუ მოძრაობით სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ტაიმის ბოლოს მუსტაფა იატაბარემ უხეიროდ დაარტყა და გუნდები შესვენებაზე არც ისე მცირე შელაპარაკებით გავიდნენ.

შეტევის გასაძლიერებლად შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მანჯგალაძის ნაცვლად მოედანზე ფანცულაია შეუშვა. 48-ე წუთზე ფლამარიონი საჯარიმოსთან წააქციეს, მამუჩაშვილის მიერ შესრულებულ სტანდარტს კი მეკარე ვურალი იოლად დაეუფლა. სტუმრებმა უხეშობას უმატეს და ამაზე ტრიბუნები აქტიურად რეაგირებდნენ. 51-ე წუთზე ბათუმელები ირაკლი აზაროვის მშვენიერმა ვარდნამ იხსნა, თორემ იატაბარე სახიფათოდ ურტყამდა. 54-ე წუთზე კი ფლამარიონი საჯარიმოს სიახლოვეს წააქციეს და საჯარიმოდან მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა.

სტუმრებს ფლამარიონთან გამკლავება უჭირდათ - მის წინააღმდეგ კორაი ალთინაი საკმაოდ ხშირად უხეშობდა და მსაჯმა გააფრთხილა, თუმცა 29 წლის მცველი მაინც არ დამშვიდებულა. "სივასპორის" მოთამაშეებს რეალური ხიფათის შექმნა ისევ უჭირდათ. შეხვედრის 68-ე წუთზე მოედანზე ვითარება სერიოზულად დაიძაბა და შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტუაციის მართვა უჭირდა. 74-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ზედიზედ ორჯერ ჩააწოდეს, თუმცა ამას ბათუმელთა კართან ხიფათი არ მოჰყოლია. გოლი კი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში თავით შეცვლაზე შესულმა ჯეიმსმა გადაგზავნა - სტუმრებმა კარში პირველივე დარტყმით გოლი გაიტანეს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თურქები უფრო ლაღად და თამამად ათამაშდნენ. 83-ე წუთი - ახლად შემოსულმა გაფრინდაშვილმა ფლანგიდან სიტუაცია გაამწვავა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, ხოლო კომპენსირებულ დროში კაიოდემ კუპატაძის კარი დალაშქრა და ბათუმის "დინამომ" დასანანი მარცხი განიცადა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს სივაში გაიმართება.

ბათუმი. „ბათუმი-არენა“
დინამო (ბთ) - სივასპორი 1:2
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (90+5)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნიქაბაძე 90+2), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 80), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), ჯიღაური (ნავალოვსკი 90+2), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 79)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფტჩი, ალთინაი (ენდალი 76), ოკეჩუკვუ, არსლანი, ფაჯრი (იაიგიტერი 90+7), ილმაზი (ფელიქსი 76), იატაბარე (ჯეიმსი 58), კაიოდე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თამაში გეგუჩაძემ წააგო.ბათუმის კაპიტნის (მცველი)სინდისზეა ორივე გოლი.გეგუჩაძემ უნდა იცოდეს, რომ ქართველები პრესინგს 90 წუთი ვერ თამაშობენ.ბატესთან ეს დადასტურდა და იგივე გაიმეორეთ.შეცვლები პირველი გოლის შემდეგ უნდა მომხდარიყო და არა დამთავრებამდე 5 წუთით ადრე.
გიგა
06 აგვისტო 2021 20:00
1
თურქების პირველ გოლში კუპატაძეს ჩაეძინა.
თომა
06 აგვისტო 2021 16:00
4
კუპატაძეს არა! კობახიძე უნდა აყოლოდა თავით მაგრამ დააგვიანა და შორსაც იდგა,….აი ჩაბრაძეს რომ რეაქცია არ ქონდა ეს გამიკვირდა…საერთოდ არც კი გაიბრძოლა…მეორე შემთხვევაშიც კობახიძეს გადაახტა ბურთი….


ემზარ
07 აგვისტო 2021 11:06
0
ყველაფერს მცველებს ნუ დააბრალებთ.გუნდს დროული გადაცემის მიმცემი არ ჰყავს.1-ლი გოლის შემთხვევაში პასი უნდა გაკეთებულიყო ერთი-ორი შეხებით მარცხნივ არგაკეთდა დაიკარგა და მივიღეთ გოლი.საკმარისია დინამო თბილისმა ცენტრი გააძლიეროს ბათუმი ვერ გახდება ჩემპიონი.
kote
06 აგვისტო 2021 15:55
1
მოდით ჯერ თურქეთის ჩემპიონატს გავუთანაბრდეთ და მერე ვილაპარაკოთ მიღწევებზე. რა შედეგიც დასდეს რატომ არ ვხედავთ? თურქეთშიც რომ წააგონ თანაც დიდი ანგარიშით არც ეგ არის გასაკვირი,რითი აპირებ ბრძოლას?ფანცულაია მუცელს ძლივს დაათრევს,მაგნაირი ფეხბურთელებით?ფული არაა რომ ახალი ფეხბურთელები მოვიწვიოთ,რაც არის ეგაა.თურქეთში ჯოჯოხეთი იქნება.მოგებას რითი ვაპირებთ?მარტო ფლამარიონით?მხოლოდ ერთი შემსრულებელი გყავს.დაცვას ბოლო აქვს მოღებული,გინდ გყოლია გინდ არა.ამ ხალხის მართვა იოლია როგორ ფიქრობთ?
სვანსკი
06 აგვისტო 2021 15:15
4
შარშან ლოკომოტივმა კიდევ უფრო უკეთესი ჩემპიონატის დინამო დაიფრინა მოსკოვზე მაქვს საუბარი და მანამდე რუმინეთის მეორე ადგილოსანი კრაიოვა, ნახევარფინალისტ გრანადასთან სტუმრად 2-0 წააგო! ანუ ფეხბურთში მარტო ჩემპიონატის დონე და ფეხბურთელების ფასი არაა გადამწყვეტი! მითუმეტეს ეს სივასპორი საერთოდ არაა ბათუმზე უკეთესი გუნდი! მოეშვნენ დაკარგეს კონცენტრაცია და ეგ იყო! დაცვაში კობახიძე და მეკარე ძალიან სუსტები არიან!
ლადო
06 აგვისტო 2021 16:38
0
დასანანი წაგებაა... გუნდს დაღლა დაეტყო... წინ საქართველოს ჩემპიონატი გადამწყვეტი თამაშებია. წარმატებას ვუსურვებ "დინამო" ბატუმს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში!!! იმსახურებს...
tngh
06 აგვისტო 2021 14:43
4
რა კომენტატორიცაა ისაა გუნდი, ზედმეტი ბაქიბუქი და ფაფხურია, ქარიშხალი ჭიქაში რა.
jjj
06 აგვისტო 2021 12:05
9
კუპატაძე ბალასტია.2ვე გოლში ბრალი აქვს
მიმინო
06 აგვისტო 2021 11:56
11
ბათუმი არ გამოიყურებოდა ცუდათ, მინუს მამუჩო! მასზეა ორივე გოლი, მარა კაპიტანია და დგას რა, გეგუჩაძემ ცოტა მიიხედ-მოიხედოს, ბერიაშვილი "როტორში" გაუშვეს, ასათიანი "სამტრედიაში, ქაფიანიძე "ტორპედოშია" და ალექსიძე სკამზე "ლოკოში", ყველა ახალგ.ნაკრების შუა მცველი, 21-22 წ.მოტივირებული, მებრხოლი ბიჭი, სელექცია აშკარად მოიკოჭლებს ეროვნ.ლიგის ფლაგმან კლუბებში, აფრიკელ "no name"-ზე და ნეპოტიზმზე დგება შემადგენლიბები.
ბაჩი
06 აგვისტო 2021 11:52
1
ამ კომენტატორი ნოდარას უაზრო შინაარსის წინადადებებს, ყვირილს და ტაქტიკის უცოდინრობას კიდევ აიტანს კაცი მაგრამ ხმის ტემბრი განსაკუთრებით ხმას რომ უწევს ძალიან აუტანელია!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
06 აგვისტო 2021 11:47
4
თურქების ტაქტიკამ გაამართლა. ტემპი დააგდეს. ბურთის გათამაშებას, აუტის ჩამოწოდებას სპეციალურად ზედმეტად აჭიანურებდნენ. ბათუმელთა კოზირი, სწრაფი ფეხბურთი მოკლეს. მსაჯი, უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო თურქების მიმართ. მატჩის სადავეები გაექცა. ჩაწოდებაზე იმუშავეს, რადგან იცოდნენ, რომ მეტოქის სუსტი მხარე იყო. შედეგიც სახეზეა. განმეორებითი მატჩი, ასევე თურქების კარნახით იქნება და მომდევნო ეტაპზე გავლენ. ვფიქრობ ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე, დინამომ მაქსიმუმი გააკეთა. მადლობა ბიჭებს.
ასლანი
06 აგვისტო 2021 11:17
3

სიახლეები პოპულარული