გეგუჩაძე: მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ - იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "სივასპორთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებს უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. ვერ დავეთანხმები, რომ გოლები მხოლოდ ცენტრალური მცველების შეცდომების გამო გავუშვით. შეხვედრის ბოლოს რომ კონცენტრაცია დავკარგეთ, ეს ფაქტია. შესაძლოა, ყველაფერი დაღლილობის ბრალი იყო. 75 წუთი კარგად ჩავატარეთ, ამის შემდეგ კი შეცდომებმა იმატა.

რაც უფრო მაღალ დონეზე გვიწევს თამაში, მით უფრო რთულდება ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორსაც შეჩვეული ვართ. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში და როცა მას უღალატებ,
აუცილებლად ისჯები.

სტუმრად ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება. გარკვეულ დასკვნებს გავაკეთებთ და იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება. ჩემში რაც ოპტიმიზმს იწვევს, ისაა, რომ გუნდი პროგრესირებს და ეს დამაიმედებელია. ამ მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ კრიტიკულად მიდგომა აუცილებელია".

altბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
Sawyenia meramdened sakutar moedanze..
Guls gvixarebs acharuli jigruli suli da mwams rom iq turqetshi imaze uaresad davamwuxrebt vidre chven aq..,
,, ME TAVS MKVET MAGRAM GAXSOVDET OSMANLOS ARASDROS DANEBDEBA GURJI SHVILEBI,, es didi qartvelis sitvebia!!
Geguch gagvaxare da gvaamaye..
Chorna
16:03 06-08-2021
0
საგანგაშოს რას უნდა ხედავდე,შევეჩვიეთ უკვე. ერთ ეტაპს გაივლის გუნდი და გმირად გაცხადებენ. რაც ბათუმმა ითამაშა ეგ იყო ზღვარი. მეტის უფლებას კლასი არ იძლევა. ეგ შენი ბრალი არ არის. ზოგადად ქართულ ფეხბურთშია ეგეთი მდგომარეობა. პროფესიონალიზმი არ იგრძნობა,სამაგიეროდ ამპარტავნობა იგრძნობა,კრიტიკას ვერ ან არ ეგუებით. ამ გადმოსახედიდან ბელარუსში ნაჩვენები შედეგი ჩაწყობილი მგონია. იქ ალბათ ფრეს ითამაშებთ.
გრიგოლი1408
14:15 06-08-2021
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული