"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.
ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."
!!!! კიდე შოთა თუ პროფესორი არაა აბა მუჯირია ტუ ბლუკუნა იაშვილი პროფესორი? კუჭავა მოიკითხეთ ტორპედოს ფანი
მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს და არა მარტო ფეხბურთის გამო.უმუშევარ სანიოლსაც ეშველება და ეს ქინძებიც ბიუჯეტის ფულით გაგრიალდებიან საქართველოდან.
კიდე ერთია-უბანში თამაშის დროს ყველას ეყოლებოდა ისეთი მეტიქეები "გვერდით კორპუსი" ან ქუჩა- რომელსაც სულ უგებდნენ, ან რომელსაც ვერ უგებდნენ..ანუ თამაშის ცოდნაა. ივარჯიშონო რო ყვირიან-გეგონება მეტოქეები არ ვარჯიშობენ-ისინიც ვარჯიშობენ და ვერ ვეწევით..უნდა დავიკიდოთ-ესაა მწარე სიმართლე(ბავშვები მაინც არ ვატაროთ თამაშებზე)