კობიაშვილმა არველაძის მიმართ ნათქვამი განმარტა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სანაკრებო შეხვედრების შეჯამებამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის კობიაშვილის ფრაზას ციტირებს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში" ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა, უკმაყოფილება, კონკრეტულად, რის საფუძველზე გამოთქვა.

ლევან კობიაშვილი: "აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს,
მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?!

სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"

altშოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 51 /
არცერთი დროის მთავრობას არ გამოუჩენია ინტერესი ქართული ფეხბურთის მიერ და ოცნება აქც ლიდერია. საერთოდ არ აინტერესებს ეროვნული და ქართული.კობიაშვილის გაკეთებული სასარგებლო საქმე გინახავთ რამე? პარტიული ნიშნითაა ფედერაციაში და არა ქართული ფეხბურთის სიყვარულით. სასაცილოები თუ ვიყავით სამარცხვინოები გავხდით და ამაში ლომის წილი კალაძე კობიაშვილისაა. ხვალ რომ კობიაშვილი კალათბურთის ფედერაციის ან რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს საერთოდ არ გამიკვირდება. მთავარია კალას დაკრულზე იცეკვოს,კალამ ბიძოს დაკრულზე.
საქართველო,ქართული,ეროვნული რომ იცოდე და გიყვარდეს ერთი მთავარი პირობაა. ღირსება უნდა გაგაჩნდეს,ღირსება კიდე სამშობლოს სიყვარულიდან იწყება.
მე ქართველი ვარ.
22 სექტემბერი 2021 05:05
0
უფრო საშინელი რამაა ვიდრე ტაქტიკის ვერ ათვისება და ვერ შესრულება დავალების.ეს კიდე სხვაა მაგას ვინ ჩივის.ტიპები ისე უემოციოდ უსისხლოდ აგებენ სხვა ქვეყნის და სხვა ინტერესების ხალხი გეგონება.ქართველი ხარ საქართველოს დროშა გაქვს გულზე აგებ ბულგარელ ციგნებთან და არც კი ომობ.ემოციაც არ გეტყობა.თუ კაცს ვერ ჩეხავ ომიც არ შეგიძლია მოედანზე და საერთოდ აზრზე არ ხარ რას აკეთებ თამაშის ბოლოს იტირე მაინც რომ ხალხმა ის მაინც დაინახოს რომ შერცხვა.რადგან საშინელებაა და სამარცხვინო ესეთი ვითომ ფეხბურთის თამაში.სხვა სპორტიდან უფრო არიან ესენი სადაც ის იგებს ვინც არ დარბის და მეტ გოლს გაუშვებს.მომავლის სპორტია ეგ და ჩვენ არ ვიცით.
ირაკლი
21 სექტემბერი 2021 11:10
0
არა, ტაქტიკით თამაშზე კი არაა ლაპარაკი, ლაპარაკია უარესზე: კვადრატებზეც კი აღარ ვარჯიშობთ.
sddd
20 სექტემბერი 2021 14:42
0
გულსატკენია და საკვირკველი, როცა ასეთი ვარსკვლავი გვყავს და ვერ ვხვდებით, აბა ნორმალურია ის, რომ მას თურქი უფრო აფასებს და უყვარს, ვიდრე სამშობლოში, მართლაც რომ "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო" (ილია)
kaxi
15 სექტემბერი 2021 09:55
8
ეგ ილიას სიტყვები არ არის, თუმცა ილიას მკვლელობის დროსაა ნათქვამი. ვინ თქვა ინტრიგად დავტოვებ, ჯობია თავად მოიძიო, საინტერესო კაცთან მიგიყვანს ძიება:)
ნუ გვაფურთხებ თუ კაცი ხარ
15 სექტემბერი 2021 11:15
1
იყო დრო არველაძეებს ლანძღავდით და კობის აქებდით, იმიტომ რომ არველაძეები იყვნენ სათავეში და პასუხისმგებლობა ჰქონდათ,ეხლა კობი გახდა ცუდი ადამიანი,ისევ მოვა დრო რომ არველაძეები იქნებიან წინა პლანზე და დღეს ვინც ეფერებით,ის ხალხი დაუწყებთ პირველ რიგში ლანძღვას,ძალიან კარგად იცის ეს შოთიმ და ამიტომაც არ მოდის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად. მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამეშია,კომპლექსურია და ჩვენ სანამ ფედერაციის პრეზიდენტს და მთავარ მწვრთნელს გავლანძღავთ და ჯოხს მათზე გადავტეხავთ მანამდე არაფერი გვეშველება.
საქართველო
15 სექტემბერი 2021 06:42
3
კობიაშვილის ჩაგდებული თამაში გაიხსენეთოოო???? მე კიდე იმას ძლივს ვიხსენენ სად ითამაშა ნორმალურად??? / ზურგს უმაგრებდა ის რომ იყო შალკეს (ბუნდესლიგის) ფეხბურთელი და როგორ შეიძლებოდა ძირითადში არ ყოფილიყო , მაგრამ ვარცხნილობის შესწორებით და ადნოკასანიით იყო დაკავებული. 65/70-ე წუთზე პირველი ზამენა ეგ იყო! არველაძე კი ბატონო ფაქიზო იყო და მაგის წინდაუკან ნარბენი და მთლიანად სველი მაისური იუვე-რეინჯერსის თამაშში ვნახე , რაც მაგან იქ ირბინა , ჩემ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ ნაკრებში ცენტრს აქეთ არ კადრულობდა ბიჭი, უყვირიდა შორიდან სხვებს… ვისაც არ ჯერა გადახედოს არქივს და თუ თვალის ჩინი ნორმალურ აღქმის მდგომარეობაში აქ , ყველაფერს კარგად დაინახავს! ქეცბაია, ცხადაძე და კიდე რამოდენიმეს გახსენება შეიძლება სადაც ნაკრებში ყოველთვის გული და სული ჩადო,/ აქ მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელების გულს და სულის ჩადებაზე ვამბობ , თორე ფეხი რო ხელში ტო უჭირავს და ისე თამაშობს იმან რა კლასი უნდა ანახოს სხვებს.
Vasili
15 სექტემბერი 2021 02:49
4
რა ენაზე საუბრობს ეს კაცი, ვინმემ გაიგეთ? ეს რომ პარლამენტში იჯდება და ათასობით ინჟინერი, მეცნიერი, პროფესორი და პედაგოგი ბაზარში, აი მე იმ ქვეყნის დედაც ვატირე, რა.
ანდუყაფარი
14 სექტემბერი 2021 23:52
4
აი შენგან კი არ მოველოდი რაა..
შენგანღა აკლდა ამ ქვეყანას დედის ტირება და აჰა ..
სიმართლე
15 სექტემბერი 2021 12:43
2
იმედია იაშკა განმარტავს ამის ლაპარაკს
მე არ ვარ რობოტი
15 სექტემბერი 2021 07:58
0
არ მახსოვს გვარი გერმანელმა ფეღბურთელი წერდა ვარჯიშიდან რო ვბრუნდებოდი მამაჩემი სახლში მავარჯიშებდა არ მასვენებდაო..ჩვენთან უი ლუკაჩიტო დედა გეხუტუნა დაისვენე დაისვენე
ბექა
14 სექტემბერი 2021 23:42
1
ა კაცი, სასვენი ნიშნები არა ...
რა საჭიროა?! :) :) :)
ბრავოო
15 სექტემბერი 2021 12:41
2
გადავხედე კომენტარებს და ვაი ჩვენს პატრონს..კოსოვოში და ბულგარეთში ხო რასამბობთ ყვავის იქაურობა..კობიაშვილის ადგილას ნებისმიერი თქვენთაგანი რო დაგსვან აზრი?ამათ სირბილი არუნდოდეთ კობიაშვილი რა?კობიაშვილის რაც ევალება იმას კი აკეთებს.
Gogi
14 სექტემბერი 2021 23:27
13
ახლა ამ განმარტებასაც სჭირდება ერთი კარგი საფუძვლიანად გასაგები განმარტება....
ვოოტ
14 სექტემბერი 2021 22:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული