კალაძისთვის არველაძის გადაწყვეტილება გაუგებარია - "წარმატება ქვეყანას უნდა მოვახმაროთ!"

AutoSharing Option
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ არველაძის უარი მისთვის გაუგებარი იყო.

"რაც შეეხება კობიაშვილისა და არველაძის შეპასუხებებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან თუ რაიმე გვაქვს ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს
წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებისთვის ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება.

„გვჭირდება ძლიერი, ბევრი წარმატებული ფეხბურთელი, რომლებიც იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

წყარო: პირველი არხი

მკითხველის კომენტარები / 23 /
არა დაღმავლობა ქე ვიციცი რაცაა მარა, აღმავლობა სად ნახე თუ კაცი ხარ და, არ დამიმალო რა.
maxa.
20 სექტემბერი 2021 19:35
5
რადგან თუ რაიმე გვაქვს ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს
წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! და შენ რატომ წახვედი პოლიტიკაში და ენერგეტიკის მინისტრად!!!
კახა
20 სექტემბერი 2021 19:26
21
ბარემ ისიც გეკითხა, ბიზნესპარტნიორად ენერგეტიკაში ნოღაიდელი რატომ ყავს?!
კაკო
20 სექტემბერი 2021 20:01
6
მიდი და კითხე მერე რატომ ყავს ნოღაიდელი?!! ჩემი დაწერილი რა არ მოგეწონა?!
კაკოს
21 სექტემბერი 2021 09:05
0
მოდი შენ თვითონ გახდი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შენნაირ ქალაქის მერს ყველგან იპოვიან და იმ საფეხბურთო გამოცდილების კაცს რაც შენ გაქვს ქართველებს შორის ვერ იპოვი, წლებია მილანში თამაშობდი, მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო მწვრთნელთან ანჩელოტისთან, თუ ასე ძაან გაწუხებს ნაკრების ბედი არველაძესთან რაგინდა მიდი თქვი ქალაქის მერობა არაა ჩემი საქმე წავედი იქ რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი და არც თუ ურიგოთო და გადადი ნაკრების მწვრთნელად. არა?? მერე ტენდერებიდან წილებს ვინ მომცემსო??? მშენებლობის ნებართვებისგან წილებს ვინ მომცემსო??
გიო
20 სექტემბერი 2021 22:01
13
თვითონ რა უნდოდა ენერგეტიკაში, წასულიყო ფედერაციაში ან მწვრთნელი ყოფილიყო. შოთამ იცის რაც ხდება ფედერაციაში და იმიტომაც თქვა უარი.
gio
21 სექტემბერი 2021 11:15
6
იმდენი შენ რა გითხარი რაც ქვეყნის ან ნაკრების აღმავლობა გადარდებდეს უბრალოდ ფედერაციაში მოკალათებული შენი კლანისთვის განტევების ვაცს ეძებთ, არველაძეზე გინდათ ხელის შეწმენდა და იმიტომ ამუნათებთ მწვრთნელობას დათანხმდიო
dinamo
20 სექტემბერი 2021 21:54
10
ამას რომ კითხულობ სულ ცოტა საფეხბურთო აკადემია მაინც ნდა ჰქონდეს შექმნილი რით დაეხმარა ქართულ ბეხბურთს? ამიხსენით
ანტა
20 სექტემბერი 2021 23:24
7
ბანძად ეიაზვება კალაძე არველაძეს :))
ალექსა
20 სექტემბერი 2021 21:03
6
შესთავაზეს კაცს და მიეხედა ნაკრებისთვის, სხვისკენ ხელის გაშვერა ყველამ კარგად იცით და საქმის გაკეთება რატომღაც არავის უნდა.
ბენდუქა
21 სექტემბერი 2021 11:29
8
ბენდუქ, შენი აზრით ტრენერშია პრობლემა?
ალექსა
21 სექტემბერი 2021 15:33
0
სირცხვილ_ნამუსი კარგა ხანია დაკარგეთ შენც და კობიაშვილმა, რა ინფრასტრუქტურაზე საუბრობ ფული ვერ დავხარჯე და ბიუჯეტში დავაბრუნეო კობიაშვილმა და თბილისის იქეთ არ იხედებით, ხალხი დებილი გგონიათ, მე გეტყვით რა არის გასაკეთებელი თქვენ თუ ვერ ხვდებით... ფუთქვენი
რა გეშველებათ
21 სექტემბერი 2021 08:10
10
მე რომ შოთას ადგილას ვიყო,მეც არ დავთანხმდებოდი.და ღვითონ რატომ არ წავიდა ფეხბურთში და და ეატო წავიდა ენერგეტიკაში.რა ფეხბურთზე დიდი გამოცდილება ქონდა მაქ სფეროში.არ მიყვარს ეს ორმაგი სტანდარტები და მომკალი.იცოდა რასთანაც ექნებოდა საქმე და იმიტომ.სხვისთვის როგორ ყველას ტვინი გადასდის
კახა ქ.
21 სექტემბერი 2021 10:25
7
შოთი დათახმდი რა, გვინდა რომ სენ იყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, აღმასვლა შენით უნდა დაიწყოს ქართულ ფეხბურთში
foodboll
20 სექტემბერი 2021 19:05
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული