შოთა არველაძე თავის მომავალზე უზბეკურ sports-ს ესაუბრა

AutoSharing Option
შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერის მიმართ არაერთი ჭორი ვრცელდება, თითქოსდა ქართველი სპეციალისტის სამსახურით რამდენიმე გუნდი ინტერესდება; ბოლოს კი დაიწერა, რომ ის შესაძლოა "ფახთაქორში" დაბრუნდეს.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენებურმა უზბეკურ Sports-თან ისაუბრა.

"არაერთი წინადადება მქონდა. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები არ შედგა. მაგალითისთვის, ჩემით ნიდერლანდების, თურქეთის, დუბაისა და ყატარის გუნდები ინტერესდებოდნენ, თუმცა მე დღეს არც ერთი მათგანისთვის არ ვმუშაობ. რაც შეეხება "ფახთაქორის" ამბავს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი უკან დაბრუნება არავის უცდია. ამასთან ერთად, გუნდის ხელმძღვანელობა დღევანდელი მწვრთნელით კმაყოფილია, ასეთი რამ კი სპეციალისტის მუშაობას ხელს შეუშლის.
დარწმუნებული ვარ, მასთან "ფახთაქორის" წარმომადგენლებს პრობლემები არ აქვთ. ასევე არანაირი წინადადება არ ყოფილა ყაზახეთის ეროვნული ნაკრებიდანაც.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო კარიერას, ვერ გეტყვით, რომელ კონტინენტზე ვიმუშავებ ხვალ. როგორც გითხარით, მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან კონკრეტული შემოთავაზებები, თუმცა არც ერთს არ დავთანხმდი. რა თქმა უნდა, მინდა გაცილებით უფრო სერიოზულ კლუბში ვიმუშაო. ყველაფერს დრო გვეტყვის, მანამდე კი უნდა მოვითმინოთ.

ამჟამად სტამბულში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ფეხბურთის საყურებლად მოედანს ხშირად ვსტუმრობ, ზოგჯერ კი მადრიდსა და თბილისში მივდივარ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ცხოვრებით სტამბულში ვცხოვრობ" - განაცხადა შოთამ.

ჟურნალისტი ქართველ სპეციალისტს მის მეგობარ რონალდ კუმანსა და "ბარსელონაზეც" ესაუბრა.

- თქვენს მეგობარ რონალდ კუმანს "ბარსელონაში" საქმე კარგად არ მისდის. რას ფიქრობთ, ეს მესის წასვლამ გამოიწვია?
- რა თქმა უნდა, ვიცი, რომ კუმანს მესის წასვლის შემდეგ "ბარსელონაში" საქმეები კარგად არ მისდის. მესის გარეშე "ბლაუგრანა" სხვა გუნდია. წამყვანი მოთამაშის გადაბარგების შემდეგ კლუბში სიტუაცია აირია, ასევე, მორალურად დაეცნენ. ამასთან ერთად, ფინანსური კრისიზიც დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ თუ ხელმძღვანელობა ნიდერლანდელ სპეციალისტს დროს მისცემს, შეძლებს "ბლაუგრანას" რთული მდგომარეობიდან გამოყვანას, რადგან მას ბევრი ახალგაზრდა და დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელი ჰყავს.

მომზადებულია Sports.uz-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგ-ზოგიერთების გამკვირვებია,რომ წყვიტავენ კაცმა სად უნდა იცხოვროს და და რა უნდა გააკეთოს.სხვისთვის როგირ ყველა ტვინიკოსია.....კარგი და ნორმალური აღზრდისთვის არაა აუცილებელი საქართველოში ცხოვრება(დარწმუბებული ვარ რომ შოთის და მის მეუღლეს არაფერი შეეშლებათ).
კახა ქ.
05:27 24-09-2021
0
ამ არეულ საქართველოში რომელსაც ხრავს კორუპცია ვერავინ იცხივრებს,როცა იქნება თუ ოდესმე იქნება ნორმალური ცხოვრება ბევრი ქართველი დაბრუნდება და მათ შორის შოთიც
ზურა
23:15 23-09-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული