საქართველოს 17 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში, მეორე ტურში სტუმრად ლუქსემბურგთან 0:10 დამარცხდა.
6 გოლი 15 წლის თავდამსხმელმა ლუიზა ოლივეირა ბრასმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები პირველ ტურში კოსოვოსთან 0:13 განადგურდა, ბოლო მატჩს კი 30 სექტემბერს ბელარუსთან გამართავს.
ლუქსემბურგი - საქართველო 10:0
გოლები: 1:0 მაგალიაეში (5), 2:0 ბრასი (7), 3:0 მაგალიაეში (12), 4:0 კირპსი (57), 5:0 ბრასი (65), 6:0 ბრასი (66), 7:0 ბრასი (71), 8:0 ბრასი (72), 9:0 ბრასი (77), 10:0 მაგელიაეში (85)
საქართველო: ხუცურაული, ჩიქოვანი, დიასამიძე,
ენჯიბაძე (ბერიძე 46), ჯგუშია (გაზდელიანი 10), კანკია (გომელაური 65), კევლიშვილი, ხუციშვილი, ბუხრიკიძე, მანუჩარიშვილი, პავლიაშვილი (მანაგაძე 83)