იბრაჰიმოვიჩი ისევ შვედეთის ნაკრებშია - მეტოქის არჩევანი

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე "ჯვაროსნების" მეტოქე შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა შემადგენლობა დაასახელა, სადაც "მილანის" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც შეხვდებით:

მეკარეები: რობინ ოლსენი ("შეფილდ იუნაიტედი", ინგლისი), პონტუს დალბერგი ("დონკასტერი", ინგლისი), ბო კრისტოფერ ნორდფელდტი ("აიკ", შვედეთი);

მცველები: ვიქტორ ლინდელიოფი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ლუდვიგ აუგუსტინსონი ("სევილია", ესპანეთი), მარკუს დანიელსონი ("დალიანი", ჩინეთი), მატიას იოჰანსონი ("ლეგია", პოლონეთი), ემილ კრაფტი ("ნიუკასლი", ინგლისი), იოაკიმ ნილსონი ("არმინია", გერმანია), კარლ სტარფელტი ("სელტიკი", შოტლანდია), მარტინ ოლსონი ("მალმიო", შვედეთი);

ნახევარმცველები: ემილ ფორსბერგი ("ლაიპციგი", გერმანია), ვიქტორ კლესონი ("კრასნოდარი", რუსეთი), იენს-ლის კაიუსტე
("მიდტიულანდი", დანია), ალბინ ეკდალი ("სამპდორია", იტალია),  კრისტოფერ ოლსონი ("ანდერლეხტი", ბელგია), კენ სემა ("უოტფორდი", ინგლისი), მაგნუს ერიქსონი ("იურგორდენი", შვედეთი);

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი", იტალია), ალექსანდერ ისაკი ("სოსიედადი", ესპანეთი), იესპერ კარლსონი ("ალკმაარი", ნიდერლანდები), დეიან კულუშევსკი ("იუვენტუსი", იტალია), რობინ კუაისონი ("ალ ეტიფაქი", საუდის არაბეთი), მატიას სვანბერგი ("ბოლონია", იტალია), ისააკ კისე ტელინი ("ბანიასი", საემიროები).

შვედეთის ნაკრები 9 ოქტომბერს კოსოვოს, ხოლო 12-ში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, 39 წლის იბრაჰიმოვიჩი (3 ოქტომბერს 40 წლის გახდება) შესარჩევი ეტაპის დასაწყისში, საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირების (1:0) წინ დაბრუნდა და იმ შეხვედრაში კლაესონს საგოლე პასიც გაუკეთა. ლეგენდარულ ფეხბურთელს ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა, ახლა კი ისევ ნაკრებთან ერთად იქნება.

ჯგუფს 13 ქულით ესპანეთის ნაკრები ლიდერობს. შვედეთის ნაკრებმა "ფურია როხაზე" 2 შეხვედრით ნაკლები გამართა და 9 ქულა აქვს მოპოვებული, მათი უკანასკნელი დაპირისპირება კი "ტრე კრუნურის" გამარჯვებით (2:1) დასრულდა. საბერძნეთის ნაკრებს 6, კოსოვოს კი 4 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრები შვედეთს 11 ნოემბერს, შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში უმასპინძლებს.

altსაბერძნეთმა შვედეთი, ხოლო ესპანეთმა კოსოვო დაამარცხა

altგაცუდებული პენალტი, 2 ავტოგოლი, ესპანეთი გავიდა და უკრაინაც გაათრია - შვედეთი პლეი-ოფში 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით პირველი ადგილით გავიდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ