ალესანდრო ანტონელო, "ინტერის" აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენი აკადემიის გახსნა მისი განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელს ხდის პროექტის გაფართოებას, არამედ იმიტომ, რომ შეთანხმება დადებულია უნივერსიტეტთან ერთად,რომელიც სრულად იზიარებს "ინტერის" ხედვას ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების შესახებ."
დავით კერესელიძე, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე: "ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარტნიორობაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული ტრადიციების მქონე საფეხბურთო
ახალგაზრდების სწორად განვითარების მიზნით კი აკადემიაში "ინტერის" მაღალკვალიფიციურ მწვრთნელებს მოვიწვევთ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას."
დავით კერესელიძის თქმით, რომელიც "ტორპედოს" მფლობელიცაა, ქუთაისში ბავშვთა ფეხბურთი ორი მიმართულებით განვითარდება - ერთი "რამაზ შენგელიას" სტადიონის ირგვლივ, მეორე კი - "ინტერის" აკადემიის, რომელიც სავარაუდოდ "ნიკეას" სტადიონზე გაიხსნება.
კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ "ტორპედოს" ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიუჯეტი აქვს, თუმცა ეს ჯერჯერობით სატურნირო მდგომარეობაზე არ ისახება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სატრანსფერო პოლიტიკა ვერ აწარმოეს. მისი განცხადებით, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე ფიქრით სავსებით შესაძლებელია.
წყარო: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი