მალტა 0:1 საქართველო
ტა'ქალი, სენთენარი
მალტა: დ'ანტუონო, ფენეკი, გატი, ფალზონი, ბორგი (46' კარელა), ფარუჯა (77' კორტისი), ლუჩია (85' სისონსი), კაჩია, კიანტარიu (84' მიფსუდი), უილისი, კარდონა
სათადარიგო შემადგენლობა: კარუანა, კამილიერი, ხატიბი, ბარბერი
მთავარი მწვრთნელი: ფრენკ შმებრი
საქართველო: თაბაგარი, ძაძუა, კაპანაძე, სვანიძე, ჯგუშია, კახნიაშვილი, ენჯიბაძე (90+5' გობრონიძე), ბებია, მოდრეკილაძე (79' ბეგიაშვილი), მწყერაშვილი, სულაშვილი
სათადარიგო
მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი
მსაჯები: ემანუელა რუსტა, კოლეტა პრენგა, ირმგარდ ვან მეირვენე, ვიკი დე კრემერი
გაფრთხილება: 42' ლუჩია, 59' კარდონა, 68' ბებია
გოლი: 0:1 სულაშვილი (32)
მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ოთხი ქულით დაასრულა. დღესვე B ლიგის მეოთხე ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, თბილისის დროით 18:00 საათზე რუმინეთი ისრაელს დაუპირისპირდება. სწორედ ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, თუ რომელ ადგილს დაიკავებს ჩვენი გუნდი მეოთხე ჯგუფში.
19 წლამდე ასაკის გოგონათა საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე სეზონიდან ახალი ფორმატით ტარდება. ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ნაკრები მომდევნო სეზონიდან A ლიგაში ითამაშებს. B ლიგიდან A ლიგაში ჯგუფის გამარჯვებულ შვიდ ნაკრებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანიც აღზევდება.
წყარო: nakrebi.ge