ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან" პარტნიორობით, გაზაფხულიდან საქართველოში ფუნქციონირებას მილანის "ინტერის" პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია დაიწყებს, რომელიც ამ იტალიური კლუბისთვის რიგით მეოცე იქნება.

sportall.ge "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორ ანა წერეთელს ესაუბრა:

- საზოგადოებისათვის ამ აკადემიის შესახებ უკვე ცნობილია, თუმცა მოკლედ რომ გვითხრათ მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე როგორც თბილისში, ასევე სხვა  ქალაქებში...
- "ინტერის" აკადმიის გახსნის ლიცენზია მთელი საქართველოს მასშტაბით მივიღეთ. დიდი გეგმები გვაქვს. პირველ აკადემიას თბილისში გავხსნით - მარტში, ხოლო შემდეგს ქუთაისში ვგეგმავთ.

- როგორც გავრცელდა, აკადემიამ ბავშვთა მწვრთნელების შერჩევა დაიწყო. რა
მოლოდინები გაქვთ და რას სთავაზობთ დაინტერესებულ პირებს?

- 8-9 ნოემბერს მწვრთნელებთან გასაუბრება ჩატარდება. შემდეგ ეტაპზე მათ "ინტერის" აკადემიის სპორტული დირექტორი ონლაინვებინარებს ქალაქ მილანიდან ჩაუტარებს.

- მალე ბავშვთა მიღებასაც დაიწყებთ. რა ასაკობრივი შეზღუდვები გაქვთ და რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა და მათმა მშობლებმა, რათა არჩევანი თქვენზე შეაჩერონ?

- ამ ეტაპზე 5-დან 15 წლამდე ბავშვთა წინასწარ რეგისტრაციას ვიწყებთ. გვეყოლება 5-6, 7-8, 9-10, 11-12, 13-14 ასაკობრივი გუნდები. ყველაფერს ვასრულებთ იტალიელების მითითებებით და დარწმუნებული ვარ, წარმატებული აკადემიები გვექნება, რადგან ცნობილია, რომ "ინტერის" ბავშვთა ფეხბურთის მიმართულება განსაკუთრებით მაღალ დონეზეა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ბევრი გულშემატკივარი ჰყავს "ინტერს" საქართველოში და იგეგმება თუ არა ამ კლუბის მოქმედი ან ყოფილი ფეხბურთელების საქართველოში ჩამოსვლა?

- როგორც ვიცი, საფეხბურთო კლუბ "ინტერს" ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, ისევე, როგორც სერია A-ს სხვა გუნდებს. არსებობს "ინტერის" კლუბი საქართველო".

მჯერა, ამ ადამიანების გვერდში დგომით, ჩვენი პროექტი ძალიან წარმატებული იქნება. რაც შეეხება "ინტერის" ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლას - დაგეგმილი იყო, მაგრამ რთული ეპიდვითარების გამო დროებით გადაიდო. როგორც მათი, ასევე კლუბის წარმომადგენლების ჩამოსვლას პირველივე შესაძლებლობისას ველოდებით. იმედია, ეს მალე მოხდება.

- იტალიურ დერბიდ წოდებულ "ინტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაში "სან სიროზე" ქართული აკადემიის ბანერი შევამჩნიეთ...
- ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც მილანში - "სან სიროს" სტადიონზე, "ინტერი" - "იუვენტუსის" მატჩზე, "ინტერის" აკადემია საქართველოს" მისასალმებელი ბანერები მოგვიძღვნეს, რომელიც ეკრანებზე, მთელი მოედნის ირგვლივ იყო. ამით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა ჩვენს საქართველოში "ინტერის" აკადემიის გახსნის შესახებ გაიგო. ეს მათი მხრიდან ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო.

altსაქართველოში "ინტერის" აკადემია გაიხსნება

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვიღაცა სულ ამ "ნუგზარაშვილზე" წერს. იუმორს გიწუნებთ. უადგილოს და უკბილოს. იუმორს, ირონიას და თუნდაც ცინიზმს გარკვეული ნიჭი სჭირდება. ეს კი უბრალოდ ღლიცინია.
სანდრო
19:40 27-10-2021
1
გორში იხსნება კიდევ ერთი აკადემია. გელა ნუგზარაშვილის ბიჭი აჯეთებს, ვაჟა გელაევიჩ ნუგზარაშვილი.
მამადუ და დედადუ
18:08 27-10-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული