ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

AutoSharing Option
"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

კოკაია მეგობართან, ლევან მუშკუდიანთან ერთად მწვერვალ დედა ენის დასალაშქრად იმყოფებოდა, მუშკუდიანის თქმით, კოკაიას ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.

კოკაიამ ადრე მწვერვალი ჰიმალაის მთებში, ევროპის უმაღლესი მწვერვალი მონბლანი და მყინვარწვერი დალაშქრა.

მწვერვალი დედაენა (გოგებაშვილი) მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3488 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მარტივად მწვერვალზე ჯვრის უღელტეხილიდან მოხვდებით. მანძილი საკმაოდ მოკლეა და ზაფხულში შესაძლებელია ერთ დღეში ასვლა-ჩამოსვლა.

კოკაიას
სახელს უკავშირდება "ზესტაფონის" ყველა მიღწევა: საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ნამდვილად ძალიან საწყენია. ჩემთვის ზესტაფონში ყველა საფეხბურთო წარმატება მასთან ასოცირდება. ვუსამძიმრებ ოჯახს, ზესტაფონს, საფეხბურთო სამყაროს. ნათელი არ მოაკლოს უფალმა მის სულს.
Alexandre
24 ნოემბერი 2021 09:16
1
აცხონოს უფალმა
baggio
24 ნოემბერი 2021 09:08
1
ეს რა ცუდი ამბავი შომხდარა, ღმერთმა აცხონოს
Nukri
24 ნოემბერი 2021 01:39
1
მეწყინა ძაან
Tornike
23 ნოემბერი 2021 22:55
1

სიახლეები პოპულარული