ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

AutoSharing Option
"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

კოკაია მეგობართან, ლევან მუშკუდიანთან ერთად მწვერვალ დედა ენის დასალაშქრად იმყოფებოდა, მუშკუდიანის თქმით, კოკაიას ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.

კოკაიამ ადრე მწვერვალი ჰიმალაის მთებში, ევროპის უმაღლესი მწვერვალი მონბლანი და მყინვარწვერი დალაშქრა.

მწვერვალი დედაენა (გოგებაშვილი) მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3488 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მარტივად მწვერვალზე ჯვრის უღელტეხილიდან მოხვდებით. მანძილი საკმაოდ მოკლეა და ზაფხულში შესაძლებელია ერთ დღეში ასვლა-ჩამოსვლა.

კოკაიას
სახელს უკავშირდება "ზესტაფონის" ყველა მიღწევა: საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
მეწყინა ძაან
Tornike
23 ნოემბერი 2021 22:55
1
ეს რა ცუდი ამბავი შომხდარა, ღმერთმა აცხონოს
Nukri
24 ნოემბერი 2021 01:39
1
ნამდვილად ძალიან საწყენია. ჩემთვის ზესტაფონში ყველა საფეხბურთო წარმატება მასთან ასოცირდება. ვუსამძიმრებ ოჯახს, ზესტაფონს, საფეხბურთო სამყაროს. ნათელი არ მოაკლოს უფალმა მის სულს.
Alexandre
24 ნოემბერი 2021 09:16
1
ნათელში ამყოფოს უფალმა,ძალიან მეწყინა
Nodarichi
24 ნოემბერი 2021 10:49
0
მთავარი მწუხარება რა თქმა უნდა ადამიანური ტრაგედიაა, მარა ისიც გულდასაწყვეტია, რიმ ზესტაფონის აღორძინება ალბათ აღარ მოხდება. ეჰ ღმერთმა აცხონოს.
fff
24 ნოემბერი 2021 14:48
1
აცხონოს უფალმა
baggio
24 ნოემბერი 2021 09:08
1
ვუსამძიმრებ ოჯახს... სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა...
tngh
24 ნოემბერი 2021 14:31
1
კიდევ ერთი გულიანი ქართველი დავკარგეთ. ღმერთო ნათელში ამყოფე მისი სული.
ჟორა
24 ნოემბერი 2021 11:20
2
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ილიას სულს, სადაც მართალნი განისვენებენ. დიდი მოამაგე დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა მისი სახით. მეწყინა, ვიზიარებ ოჯახის და ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მძიმე დანაკლისს.
გიზოგ
24 ნოემბერი 2021 11:17
1
ნათელში ამყოფოს უფალმა.
შალვა 73
24 ნოემბერი 2021 13:56
1

სიახლეები პოპულარული