ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

AutoSharing Option
"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

კოკაია მეგობართან, ლევან მუშკუდიანთან ერთად მწვერვალ დედა ენის დასალაშქრად იმყოფებოდა, მუშკუდიანის თქმით, კოკაიას ფეხი დაუცდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.

კოკაიამ ადრე მწვერვალი ჰიმალაის მთებში, ევროპის უმაღლესი მწვერვალი მონბლანი და მყინვარწვერი დალაშქრა.

მწვერვალი დედაენა (გოგებაშვილი) მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3488 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მარტივად მწვერვალზე ჯვრის უღელტეხილიდან მოხვდებით. მანძილი საკმაოდ მოკლეა და ზაფხულში შესაძლებელია ერთ დღეში ასვლა-ჩამოსვლა.

კოკაიას
სახელს უკავშირდება "ზესტაფონის" ყველა მიღწევა: საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
თავი დაარტყა, კი. ტოტალუზატორების მაფიამ მოიშორა
რეზო
29 ნოემბერი 2023 13:14
0
ძალიან ძნელი ასატანია,ადამიანი ბრმა შემთხვევითობას რომ ემსხვერპლება.კიდევ უფრო მძიმეა,როცა ღვაწლმოსილი ადამიანი ხდება შემთხვევის მსხვერპლი.როგორი იმედით ველოდით,რომ ბატონი ილიას ფრთებქვეშ,ზესტაფონში მის მიერ შექმნილი ახაალგაზრდული გუნდი,საფეხურ -საფეხურ,ყველა ლიგას გაივლიდა და სუპერ ლიგას კვლავაც დაამშვენებდა,იმ ძველი ზესტაფონივით.ახლა მის და ჩვენს იმედს,ალბათ ახდენა აღარ უწერია.ვუსამძიმრებ მთელ საფეხბურთო საქართველოს და განსვენებულის ოჯახს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ილია კოკაიას სული.
სოსო
24 ნოემბერი 2021 20:34
1
სიბერეში უკეთეს სიკვდილს ალბათ ვერც ინატრებ...
24 ნოემბერი 2021 15:17
9
მთავარი მწუხარება რა თქმა უნდა ადამიანური ტრაგედიაა, მარა ისიც გულდასაწყვეტია, რიმ ზესტაფონის აღორძინება ალბათ აღარ მოხდება. ეჰ ღმერთმა აცხონოს.
fff
24 ნოემბერი 2021 14:48
1
ვუსამძიმრებ ოჯახს... სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა...
tngh
24 ნოემბერი 2021 14:31
1
ნათელში ამყოფოს უფალმა.
შალვა 73
24 ნოემბერი 2021 13:56
1
ღმერთმა გაანათლოს შენი სული ბატონო ილია მაგრამ მიგეხედა ზესტაფონისთვი დაგენებებიაა ამ კლდებისთვის თავი და ცოცხალიც იქნებოდიი და ზესტაფონი ჯგუფში იქნებოდა ეხლა შენ რო არ გაჩერებულიყავი,....ზესტაფონის ნაირი გუნიდიიი ამ ბოლო 15-16 წლის განმავლობაში არავის ყოლია!!!
simartle
24 ნოემბერი 2021 11:54
3
კიდევ ერთი გულიანი ქართველი დავკარგეთ. ღმერთო ნათელში ამყოფე მისი სული.
ჟორა
24 ნოემბერი 2021 11:20
2
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ილიას სულს, სადაც მართალნი განისვენებენ. დიდი მოამაგე დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა მისი სახით. მეწყინა, ვიზიარებ ოჯახის და ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მძიმე დანაკლისს.
გიზოგ
24 ნოემბერი 2021 11:17
1
ნათელში ამყოფოს უფალმა,ძალიან მეწყინა
Nodarichi
24 ნოემბერი 2021 10:49
0

სიახლეები პოპულარული