"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

AutoSharing Option
ფაქტობრივად, ყოველწლიურად, "საბურთალოს" აკადემიის გამორჩეული ფეხბურთელები მთავარ გუნდში ასპარეზობენ ხოლმე.

ასე მოხდა დღეს ლუკა წულუკიძის შემთხვევაშიც - "საბურთალოს" აღზრდილმა 17 წლის ფეხბურთელმა "შუქურას" წინააღმდეგ პირველად მოირგო მთავარი გუნდის მაისურა. ახალგაზრდა ნახევარმცველს დებიუტი მშვენიერი გამოუვიდა - 86-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

წულუკიძის გარდა, "შუქურას" წინააღმდეგ დუბლშემადგენლობის 7-მა ფეხბურთელმა იასპარეზა.

წყარო: FC Saburtalo

altსაჩემპიონო დერეფანი და ბათუმელების დამაჯერებელი გამარჯვება წყალტუბოში [VIDEO]

altმატჩი 3 ავტოგოლით - "თელავმა" ადგილი შეინარჩუნა, "ტორპედო" პლეი-აუტში იბრძოლებს [VIDEO]


ასევე დაგაინტერესებთ