anorthosis24: ანანიძე ვერც "დინამოში" "გაცოცხლდა"

AutoSharing Option
anorthosis24 ჯანო ანანიძის თბილისის "დინამოდან" შესაძლო წასვლაზე წერს:

"ანანიძემ ფეხბურთში "გაცოცხლება" ვერც თბილისის "დინამოში" მოახერხა.

ქართველ ნახევარმცველს ტრავმები აწუხებს, რის შედეგადაც თბილისის ისტორიული კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას იღებს, მასთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯანო ჩვენი გუნდის სახელით გამოდიოდა."

29 წლის ანანიძემ თბილისის "დინამოში" მხოლოდ 1 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, ფამაგუსტური კლუბის მაისურით კი 6 მატჩი გამართა. ნახევარმცველს მოსკოვის "სპარტაკში" ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა, მის გარდა კი "როსტოვში", "კრილია სოვეტოვსა" და "როტორში" ასპარეზობდა.

ჯანოს საქართველოს ნაკრებში 2011 წლიდან იწვევენ და მის რიგებში
6 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორია.

alt"არათუ საქართველოდან, არამედ მოსკოვში სტადიონიდან გიგულშემატკივროთ..." - ჯანო ანანიძე ყოფილ გუნდს ამხნევებს

altჯანო ანანიძე "დინამოში" ითამაშებს

altჯანო ანანიძე ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნას გამოეხმაურა

ასევე დაგაინტერესებთ