კალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა Gazzetta-მ "როსონერის" ყოფილ მცველ კახა კალაძესთან 2022 წელს (იანვარში) ინტერვიუ ჩაწერა.

კახა კალაძე "მილანს" 2001 წელს, შევჩენკოს კვალდაკვალ შეუერთდა. თავდაპირველად ორივემ კიევის "დინამოს" გზა გაიარა. კალაძემ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, კარიერა "ჯენოაში" დაასრულა და შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. "მილანის" ყოფილი მცველი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის მერია, მაგრამ ფეხბურთს თვალს ისევ აქტიურად ადევნებს:

"როდესაც კიევში ჩავედი, ანდრეიმ მაშინვე დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი იყო - დამეხმარა გასახდელში გაშინაურებაში და ამავდროულად, ქალაქი გამაცნო. ჩვენ მსგავსი პერსონაჟები ვართ - შრომასა და თავგანწირვას მიძღვნილი ადამიანები.

ლობანოვსკის მწვრთნელის შესანიშნავი თვისებები ჰქონდა.
ანდრეი კიევში, საკუთარ სახლში,  გაცილებით თავისუფალი იყო, მე კი თავდაპირველად - უფრო თავშეკავებული.

საბედნიეროდ, მან უკვე ცოტა იტალიური იცოდა, ერთმანეთთან კი რუსულად ვსაუბრობდით."

როგორი გარემო იყო გასახდელში?

"ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ვინც "მილანში" თამაშობს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს იმ მაისურის ტარებაში, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცეს.

ჩვენი "მილანი" ერთი დიდი ოჯახი იყო. უკან არავინ იხევდა - მიზანი გამარჯვება და ამისთვის ყველაფრის ბოლომდე გაღება იყო. კომპაქტური გასახდელი გვქონდა -  ფეხბურთელები, მწვრთნელი და მენეჯერები ერთად ვიყავით.

როცა მალდინის, ნესტას, "შევას" გვერდით მჯდომი აღმოჩნდები... კლუბისთვის იმედის გაცრუებაზე ვერ იფიქრებ და უნდა მოუსმინო, ვისგანაც უნდა ისწავლო."

ერთხელ თქვენ რეზო ჭოხონელიძეს დაბადების დღეზე ძალიან ძვირად ღირებული მანქანა აჩუქეთ. როგორ გაგიჩნდათ იდეა?

"მილანში ორი ადამიანი მყავდა, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები. რეზო ქალაქში დასახლებაში დამეხმარა და მანამდე შევჩენკოსთანაც იგივე გააკეთა. ჩვენ ძალიან გატაცებული ვიყავით მანქანებით და ეს ამიტომ გადავწყვიტეთ. მეორე ადამიანი, ვისთანაც ღრმად ვარ მიჯაჭვული, ლორენცო ციპრიანია. მილანში ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს."

გაგიკვირდათ, როცა "შევა" "ჩელსიში" წავიდა?

"თავდაპირველად დიახ, მაგრამ ეს იყო არჩევანი, რომელსაც პატივს სცემდნენ".

და გაგიკვირდათ, რომ ანდრეი მწვრთნელი გახდა?

"არა. შევჩენკოს აქვს სწორი მენტალიტეტი, ის მუშაობს დიდი მიზნებისთვის და აღწევს კიდეც, როგორც ეს მის მიერ მოგებული "ოქროს ბურთით" დაამტკიცა. როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ, ის სწორ გზას მიჰყვება. ეროვნული ნაკრებიდან დაიწყო და ახლა კლუბში წავიდა."

რა მოგონებები დაგრჩათ მილანიდან?

"მილანი ჩემი მეორე ქალაქია. როცა ჩავდივარ, ყოველთვის თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ოჯახური ატმოსფეროა. იტალია მშვენიერი ქვეყანაა და იტალიელები ფანტასტიკური ხალხია.

"მილანის" გულშემატკივრები, წლების მიუხედავად, არასდროს დაგივიწყებენ. ამიტომ მე ვეუბნები მათ, ვინც დღეს "მილანის" მაისურს ატარებს, რომ უნდა იამაყონ, რადგან ამ მაისურს დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის პატივი უნდა სცენ. თუ დანებდები, "როსონერიში" ვერ ითამაშებ."

ყველაზე ძლიერი ემოცია თქვენს კარიერაში?

"ჩემპიონთა ლიგის პირველი მოგება "იუვესთან" და დერბიში გოლის გატანა მასში გამარჯვებით".

მალდინისთან ერთად დიდი ხანი მოედანზე იყავით: მოგწონთ ის, როგორც მენეჯერი?

"მე მისი პოსტერი ჩემს საძინებელში მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მის გვერდით აღმოვჩნდი...  სამუშაო, რომელიც მან "მილანში" გააკეთა, როგორც აღმასრულებელმა, შესანიშნავად მეჩვენება: ახალგაზრდები, რომლებიც პიოლისთან ერთად თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. იმედი მაქვს, კვლავ ვიხილავ "მილანს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალ დონეზე ითამაშებს. მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება."

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრატომ უწოდა ანჩელოტიმ კალაძეს გენიოსი? პასუხი უცნაურია

მკითხველის კომენტარები / 19 /
შევჩენკო შენი ძმაკაცი იყო? იმიტომ გაიმეტე თანადგომის ორი სიტყვა მისთვის და მისი ქვეყნისათვის? კი, კი, გავიგეთ მხოლოდ იმიტომ ვერ გაიმეტე, რომ ეგ რომ გექნა, რუსეთი ომს დაგვიწყებდა და ომი გინდააააათ?!
კაი ერთი
00:46 21-01-2024
32
Ძალიან მაგარი მერი! Მისაბაძი ადამიანი!!!
გიორგი - 11
23:20 20-01-2024
21
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული