ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა

AutoSharing Option
საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელებულმა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სფფ-ის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები, ასე გაფასებს როგორც გულშემტკივარი, ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. ძალიან მადლიერი ვარ და ეს ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება, რათა შემდგომ წლებში ასევე გავაგრძელო და შედეგი დავდოთ".

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და ხვიჩას ღირებულებამ 2 მილიონი ევროთი დაიკლო - 18 მილიონიდან 16 მილიონამდე.

ასევე დაგაინტერესებთ