საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო,
15-16 იანვარი - თბილისის სპორტის სასახლე
საქართველო - ტაჯიკეთი
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანია პირველი თამაში ნებისმიერ ტურნირზე და მით უმეტეს ევროპის ჩემპიონატზე. მღელვარება იქნება რაც არ უნდა ვისაუბროთ, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდებით, მაქსიმალურს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, მზად ვართ ჩავერთოთ ჩვენთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე. ამხანაგური თამაშები სწორედ მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი ფაზაა. სასიამოვნოა, რომ სპორტის სასახლეში ვითამაშებთ და რეგულაციების დაცვით გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარს ჩვენი გუნდის ქომაგობის შესაძლებლობა ექნება".
ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების აქტიურ ფაზაში ვართ. ერთი კვირაა პირველ თამაშამდე, ყველა დეტალი, ტაქტიკური იქნება თუ ტექნიკური, უკვე გავიარეთ. მომდევნო ორი ამხანაგური თამაში ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება ჩვენი ნაკრებისთვის".
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს და ტაჯიკეთის მატჩი 18 საათზე დაიწყება. ორივე ამხანაგურ თამაშზე დასწრება თავისუფალია.
ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით თამაშებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათანის გუნდი პირველ მატჩს 22 იანვარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.
nakrebi.ge