კობიაშვილს ევროტურნირებზე ქართული კლუბების არ ეიმედება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ქართულ კლუბებებსა და მოახლოებულ ევროტურნირებზე ისაუბრა:

"ევროტურნირების დროს ზუსტად ვიგებთ, თუ სად არიან ჩვენი კლუბები. ბედნიერი არ ვარ იმით, რასაც ვხედავ. გასაგებია, შიდა ტრანსფერები მიმდინარეობს, თუმცა, სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. 

ეროვნულ ლიგაში კონკურენცია არის, მაგრამ ძლიერი ლეგიონერების გარეშე ვერც შიდა ჩემპიონატის დონეს ავწევთ და ევროტურნირებზეც ვერ მივაღწევთ იმას, რაც გვსურს.

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. თბილისის "ლოკომოტივის" მაგალითზეც ვნახეთ, რომ საერთაშორისო წარმატება ადგილობრივი ფეხბურთელებითაც შეიძლება, თუმცა იმედისმომცემი სიტუაცია არაა.
იმედია, ვცდები."

altწარმატებები ევროსარბიელზე - კობიაშვილი ეროვნული ლიგის დასრულებას გამოეხმაურა

altკობიაშვილი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ისევ გაიხსენეს

altკობიაშვილის აღიარება - 21-ე საუკუნის სიმბოლურში

altკობიაშვილი: "ფედერაციისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა"



მკითხველის კომენტარები / 13 /
შენ ფულები აპრავე ვითომ ახალი პროექტებით და კლუბებში მესებს და რონალდოებს ჩამოგიყვანენ სათამაშოდ!!! შენი ფულის კეთების პროექტი იყო ზუსტად რუსთავში გუნდი რომ აღარ არის და სტადიონი უპატრონოთაა!!! უდაბდოში აშენებული ბაზა განავითარებს ფეხბურთს? თუ ბუნებრივ პარკში რომაა სტადიონი და ბაზა მიტოვებული ქალაქ რუსთავის ცენტრში?
ზურა
18 იანვარი 2022 15:34
1
თავს იზღვევს რომ მას არ მოხვდეს საყვედური..თუ მასეა რატომ აფინანსებთ სახელმწიფო ფულით?!
გოჩა
18 იანვარი 2022 01:07
1
საინტერესოა რას აყაყანდით,[ყაყანი შეურაცყოფა არ არის] ძალიან ობიექტურამ შეაფასა კობიმ ქართულ საკლუბო ფეხბურთის მდგომარაობა ამ გადაცემაში.დაახლოებით იგივე სთქვა შოთა არველაძემ ამ ცოტა ხნის წინ და ისიც ჯვარზე აცვით ლამის.....
ჩასაფრებული
17 იანვარი 2022 16:36
5
თუ ყველაფერი კერძოა ამათ საერთოდ რატო ვაფინანსეფთ რას აკეთბენ ?
გურამი
17 იანვარი 2022 11:55
4
ეს ისე გველაპარაკება თითქოს საფეხბურთო მიმომხილველი იყოს და არა ფედეტაციის ხელმძღვაბელი. ნული პასუხისმგებლობა. თან იმ ფონზე რომ ბიუჯეტიდან იმხელა ფული მიაქვს. ანუ ჩვენი ფული.და არ გინდათ ახლა კლუბები კერძოა და რა შუაში ვართო.უამრავი ბერკეტი აქვს ფედერაციას იგივე ქვეყნის ჩემპიონატთან დაკავშირებით სხვა მიმართულებითაც.არ თუ ვერ იყენებს. არც კონცეპცია არც კომპეტენცია არც კრეატივი არ ჩანს ამათ მუშაობაში. შესაცვლელია ეს ფედერაცია მთლიანად. წადით რა და იქნებ ნორმალური აირჩეს ვინმე ვისაც მეტი ცოდნა და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, და უმუშევარი ძმაკაცების დასაქმების ბიუროდ არ გადააქცევს ფედერაციას საქმის კეთების ნაცვლად.
არტ
17 იანვარი 2022 11:04
2
კიბატონო არის შეკითხვები და საჭიროა პასუხები გაეცეს მაგრამ კერძო კლუბების წარმატება წარუმატებლობაზე ნამდვილად ვერ შეძლებს ზემოქმედება მოახდინოს ეს კლუბების მეპატრონეების პრეროგატივაა
კახა
17 იანვარი 2022 01:54
9
საერთოდ რა ფუნქცია აქვს სფფ ს იცით?
გიორგი
17 იანვარი 2022 09:14
1
და თქვენ რა გააკეთეთ? იმუშავა სფფ-ს მოდელმა? სხვებზე გადაბრალება კარგად კი გამოგდით….
გეო
16 იანვარი 2022 21:55
4
და კითხვა როცა ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი ხარ და ამას იძახი შესაბამსი ნაბიჯები რა არის რა ნაბიჯები გადგდი რომ ერვნული ლიგა განვთარდეს ან თუნდაც მაღალი ხარსხის ლეგიონრები მოვდნენ ლიგაში ან თუნდაც ინვესტორებს ჩაედოთ ფული თუ ვერფერს აკეთებ და თუ იმედი არფრის გაქვს რატო ზიხარ მანდ სადაც ხარ ? წადი რა და მიეცი სხვას შანსი უკეთ მართოს
gio
16 იანვარი 2022 17:49
3
აღიარებით ჩვენებას გავს. რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვიძახით ახლა თვითონ აღიარა. მადლობა მოგიხადოთ უიმედობისათვის?
G.LA
16 იანვარი 2022 15:38
7
საქმე აკეთოს ის გვირჩევნია. ისე კი საუკეტესო საქციელი იქნებოდა წასულიყო ფედერაციიდან და თავისი უცოდინარი და უსაქმური საძმაკაცო თან წაეყვანა.
თუთაშხიას
21 იანვარი 2022 16:03
0
ნაცარი გვაყაროს თვალებში, ეგ გირჩევნია?
დათა თუთაშხია
16 იანვარი 2022 22:20
13
მასე რა, ხო შეგძლებია სიმართლის თქმა
გიორგი
16 იანვარი 2022 14:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული