ესპანური "ვალენსია" თავის საერთაშორისო პროექტის განვითარებაზე ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს, ამის დასტურია ქართულ "საბურთალოსთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულებაც.
ამ შეთანხმების მთავარი მიზანი "საბურთალოს" აკადემიისთვის ყველა საჭირო გეგმის შემუშავებაა, რათა გახდეს ის მაქსიმალურად მაღალი დონის, როელიც მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის ისეთი აქტივობებს განახორციელებს, რომლებიც მათ აღზრდას ხელს შეუწყობს და რაც მთავარია ექნებათ საკუთარი იდენტობა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, აკადემია ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს თავისთან მიიწვევს და განვითარებაში ხელს შეუწყობს, რის შემდეგაც შესაძლოა თავი 1-ელ გუნდშიც ამოყონ.
"ვალენსია" ძლიერი, ტრადიციული და აყვავებული კლუბია. გადამწყვეტი ფაქტორი იყო
პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ჩართულობა გადასაწყისი საკითხების მართვაში. საბედნიერო და საპატიოა, რომ "ვალენსიასა" და "საბურთალოს" ხედვა ერთმანეთს დაემთხვა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შესანიშნავი დახვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს" - განაცხადა "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ანტონიო ლოპესის, ხავიერ პიკერისა და ლევან სარალიძის შუამდგომლობით ვალენსიურმა და თბილისურმა კლუბებმა ხელშეკრულება გააფორმეს. ლევან სარალიძე არის ქართველი საფეხბურთო მენეჯერი, რომელიც ქართულ და ესპანური მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი ინფორმაციით, სარალიძემ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" განხორციელებულ ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა.
ანტონიო ლოპესის, ხავიერ პიკერისა და ლევან სარალიძის შუამდგომლობით ვალენსიურმა და თბილისურმა კლუბებმა ხელშეკრულება გააფორმეს. ლევან სარალიძე არის ქართველი საფეხბურთო მენეჯერი, რომელიც ქართულ და ესპანური მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი ინფორმაციით, სარალიძემ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" განხორციელებულ ტრანსფერში დიდი წვლილი შეიტანა.
ამ შეთანხმებით "ვალენსია" საერთაშორისო დონეზე აკადემიის გაფართოებას განაგრძობს, აძლიერებს კავშირს ხალხთან და კულტურასთან, ასევე ფეხბურთსა და სპორტის ღირებუბთან.
აკადემიის გენერალურმა დირექტორმა, სინ ბაიმ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა:
"აკადემია მუდმივად ცდილობს გუნდებთან თანამშრომლობას და ეძებს საინტერესო პროექტებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ კუთხეში უნდა გაიმართოს. მოხარულები ვართ, რომ გვყავს ისეთი პარტნიორი, როგორიცაა საბურთალო".
მომზადებულია superdeporte-ს მიხედვით
საერთოდ კარგია რომ საბურთალოს მესვეურები მომავალზე ფიქრობდა გარკვეული გეგმა გააჩნიათ ( მიუხედავად იმისა რომ მე პირადად ხეჩიკაშვილი გულზე არ მეხატება)
ვუსურვებ წარმატებებს