ევრო 2022 – მორიგი ქამბექი და საქართველოს ნაკრები მიზანთან ახლოსაა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, გრონინგენის "მარტინი პლაზაში" ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 სძლია.

მე-6 წუთზე მეტოქე ჰაჯევიჩმა დააწინაურა, საპასუხო შეტევისას კი კურტანიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მილანოვიჩმა. ბოსნიელები ძალიან სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრშეტევებისას, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერი კუპატაძე. შემდეგ სებისკვერაძეს გოლის გატანა მილანოვიჩმა არ დაანება, ელისანდრომ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით დაიწყო. მილანოვიჩს კარიდან მორიგი წინ გასვლა ძვირად დაუჯდა და 25-ე წუთზე
თალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული, ბოსნიელები შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო წამზე 42 წლის კუპატაძემ მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი მოიგერია და გავიმარჯვეთ.

D ჯგუფში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.

29 იანვარს, ბოლო ტურში, ასათიანის შეგირდები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩის შემოტრიალება მოახერხეს, ესპანეთს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრები (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო

სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, ბრუნო პეტრი, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, კეკელია

მკითხველის კომენტარები / 36 /
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის, რასაც ქვია ბრძოლის ხარჯზე და თავდადების ხარჯზე ვაჯობეთ. ძალიან მიხარია რომ ნატურალიზებული ბრაზილიელები ესე გვეხმარებიან ისტორიული შედეგის დადებაში. ამ სპორტში არგენტინის გარდა მგონი ყველას ჰყავს ლეგიონერები ბრაზილიელები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩემთვის მთავარია ის ბრაზილიელი გავიდეს მოედანზე და საქართველოს ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯოს, წარმოშობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს როცა ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია და მოედანზე იბრძვი.
zaza
22:24 26-01-2022
2
გილოცავთ ბიჭებო, წარმატებები შემდეგ თამაშებში.
გია პაპა
22:21 26-01-2022
1

სიახლეები პოპულარული