ცხადაძე: "პრობლემა რეალიზებაში იყო. ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი..."

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "ლვოვს" დაუზავდა (0:0). მატჩის შემდეგ თბილისელთა მთავარმა მწრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:

"ყველა საკონტროლო თამაშზე მთავარია დასახული გეგმის შესრულება. უპირველესად რაც ძალიან მნივნელოვანი და კარგია - თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. ასევე, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად თანაბარი დატვირთვა მიიღო. მეორე იყო - ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე დაგეგმილის შესრულება, სხვადასხვა ფაზაში გადასვლა.

პირველი ნახევრის დებიუტში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, თუმცა ბოლოსკენ ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ, ოდნავ მეტი სიმწვავე გვაკლდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, პრობლემა რეალიზებაში იყო.
ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი და ზონებს შორის გადართვა.

სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ არის, დანარჩენი კი კარგად გამოჩნდება, რამდენად შევძლებთ დანახული მინუსების გამოსწორებას. ეს თამაშებიც ზუსტად ამისთვისაა."

თბილისის "დინამო" მეორე ამხანაგურ შეხვედრას 29 იანვარს სერბულ "ნაპრედაკთან" გამართავს.

altთბილისის "დინამო" "ლვოვს" დაუზავდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო წელსაც ვერ გახდება ჩემპიონი! მომავალ სეზონის დასრულების შემდეგ ცხადაძესაც გაუშვებს ფიფია!დინამო ევროტურნირების სირცხვილიიიი!!!
რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი
27 იანვარი 2022 14:53
4
ძალიან ყალბი ტიპია ეს ცხადაძე.
aleks
27 იანვარი 2022 14:11
2
ასეთი შემადგენლობით საინტერესოა რის მიღწევა უნდა დინამოს? შიდა ჩემპიონატშიც არაფრით იქნება გამორჩეული, აღარ ვლაპარაკობ საერთაშორისოზე, სადაც არანაირი შანსი არ ექნება, როგორც ყოველთვის ბოლო წლებში ფიფიას ხელში.
G.LA
27 იანვარი 2022 13:29
0
საუკეთესო გუნდისგან და საუკეთესო მწვრთნელისგან საუკეთესო შედეგებს ველოდებით და რეალიზება სუ პრობლემა იყო და ასე მალე მაგის გამოსწორებას ვერავინ შეძლებს და გულშემატკივარებიც არ ვითხოვთ
შოკირებული გულშემატკივარი
27 იანვარი 2022 10:46
9

სიახლეები პოპულარული